მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასტუმროების კლასიფიკაციის სტანდარტების დაახლოებაზე მუშაობენ - ინტერფაქსი
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასტუმროების კლასიფიკაციის სტანდარტების დაახლოებაზე მუშაობენ - ინტერფაქსი

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასტუმროების კლასიფიკაციის სტანდარტების დაახლოებაზე მუშაობენ - ინტერფაქსი

BM.GE27 მაისი, 2026, 18:00|bm.ge

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი სასტუმროების კლასიფიკაციის სტანდარტების დაახლოებაზე, რესპუბლიკაში დასასვენებლად მიმავალი რუსეთის მოქალაქეების დაზღვევასა და ტურისტების აღრიცხვის მეთოდოლოგიაზე მუშაობენ, - ინფორმაციას რუსული „ინტერფაქსი“ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისა და სპეციალური პროექტების დეპარტამენტის დირექტორის ნიკიტა კონდრატიევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ სასტუმროების კლასიფიკაციის სტანდარტების დაახლოების კუთხით დიდ სამუშაოს ვატარებთ. ეს, ალბათ, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. კარგია, როდესაც ტურისტს ესმის, რომ თუ ის რუსეთში „ოთხვარსკვლავიანში“ ან „ხუთვარსკვლავიანში“ წავიდა, და თუ ის ჩამოდის აფხაზეთში, მას აქაც ესმის, რომ ეს არის „ოთხიანი“ ან „ხუთიანი“ და მოთხოვნები ემთხვევა. მეორე საკითხად მე სტატისტიკის მეთოდოლოგიის დაახლოებას აღვნიშნავდი. ანუ ჩვენ ყოველთვის არ ვიცით რუსი ტურისტების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც აფხაზეთში ჩადიან. ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი მუშაობა და ხარვეზების გამოვლენა, რომელთა კორექტირებაც შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, რომელიც გასულ კვირაში ოკუპირებულ რეგიონში ზაფხულის სეზონის დაწყებას მიეძღვნა.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისა და სპეციალური პროექტების დეპარტამენტის დირექტორის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთში კოლეგებთან ტურისტების დაზღვევის საკითხიც განიხილება.

„იმისათვის, რომ დაზღვევა რუსი ტურისტებისთვის, რომლებიც აფხაზეთში ჩამოდიან, გახდეს: უფრო ხელმისაწვდომი და ფარავდეს შემთხვევების უფრო დიდ რაოდენობას, რათა ტურისტებისთვის დასვენება უფრო კომფორტული გახდეს. ეს არის სამი საკვანძო მომენტი, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, უნდა დასრულდეს, რათა ჩვენთვისაც, როგორც სახელმწიფო ორგანოებისთვის, მუშაობა უფრო კომფორტული გახდეს, ჩვენი ბიზნესისთვისაც და, შესაბამისად, იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც იქ დასასვენებლად დადიან“, - დასძინა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს ყოველწლიურად რუსეთის 5 მილიონზე მეტი მოქალაქე სტუმრობს, თუმცა, ტუროპერატორების შეფასებით, მათგან ტურისტი მხოლოდ 1,5–2 მილიონია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE