მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მხოლოდ "ბორჯომის" ან ვაშლის გაყიდვაზე უარი არ არის|ნიკოლოზ სამხარაძე
რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მხოლოდ "ბორჯომის" ან ვაშლის გაყიდვაზე უარი არ არის|ნიკოლოზ სამხარაძე

რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მხოლოდ "ბორჯომის" ან ვაშლის გაყიდვაზე უარი არ არის|ნიკოლოზ სამხარაძე

BM.GE9 ივნისი, 2026, 03:40|bm.ge

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მხოლოდ ეკონომიკურ აქტს არ წარმოადგენს.

ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ზე განაცხადა, სადაც დებატების თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო და კიდევ ერთხელ ისაუბრა, რატომ არ დაუწესა საქართველომ რუსეთს სანქციები.

“ხომ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მხოლოდ “ბორჯომის” ან ვაშლის და მსხლის გაყიდვაზე უარი კი არ არის, არამედ ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური აქტი და ამ პოლიტიკურ აქტს რა ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს რუსეთისგან, მგონი, ყველასთვის ნათელია. ეს არ იქნება მხოლოდ ის, რომ რუსეთი თვითონაც აკრძალავს წიწიბურას ექსპორტს საქართველოში. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია, 35 კმ-ში რუსები დგანან, აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით საკმაოდ საგანგაშო ნაბიჯებია გადადგმული და ა.შ. ანუ ჩვენ ამ ნაბიჯით დიდ საფრთხეს შევუქმნიდით არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას, არამედ - საქართველოს სახელმწიფოებრიობას”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირწმუნება, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, დასავლეთი საქართველოს კონკრეტულ დახმარებას ვერ ჰპირდებოდა.

“ჩვენ გვქონდა საუბარი - თუ დავაწესებთ სანქციებს, თქვენგან რა დახმარება შეიძლება წამოვიდეს. გაგვიხსნით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარს? დაგვეხმარებით? იქიდან მხრების აჩეჩვა იყო პასუხი. ამიტომ სანქციების დაწესება არაა მხოლოდ ეკონომიკური აქტი”, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 230 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენაიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →სანქციების →

მსგავსი სტატიები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE