მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთში საწვავის კრიზისი გამწვავდა და ამჯერად სახელმწიფო შესყიდვების კოლაფსი გამოიწვია
რუსეთში საწვავის კრიზისი გამწვავდა და ამჯერად სახელმწიფო შესყიდვების კოლაფსი გამოიწვია

რუსეთში საწვავის კრიზისი გამწვავდა და ამჯერად სახელმწიფო შესყიდვების კოლაფსი გამოიწვია

BM.GE16 ივლისი, 2026, 17:56|bm.ge

რუსეთის ფედერაციაში გამწვავებულმა საწვავის დეფიციტმა ამჯერად სახელმწიფო შესყიდვების კოლაფსი გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში საავადმყოფოებისა და სამაშველო სამსახურებისთვის განკუთვნილი ჩაშლილი ან ხელახლა გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, გასამმაგდა. საქმე ისაა, რომ საწვავის მომწოდებლებისთვის ფიქსირებულ ფასებში მუშაობა, ბაზარზე არსებული რყევების გამო, წაგებიანი გახდა.

პარალელურად, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საწვავის მიწოდების კუთხით პრიორიტეტი იმ სატრანსპორტო საშუალებებს მიანიჭოს, რომლებიც მსხვილ სავაჭრო ქსელებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ. ეს გადაწყვეტილება მიზნად პროდუქტების გაფუჭების თავიდან არიდებასა და საცალო ფასების ზრდის პრევენციას ისახავს. სამთავრობო სამუშაო ჯგუფმა საველე სამუშაოების პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორისთვის დიზელის საწვავის მიწოდების საკითხიც განიხილა. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის განცხადებით, საწვავის წარმოების შემცირება მიმდინარე წლის მეორე კვარტალის ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

პარალელურად, საწვავზე ლიმიტების დაწესება და მისი სახელმწიფო ნომრების მიხედვით გაცემა რუსეთის 40-ზე მეტ რეგიონში, მათ შორის ასტრახანისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგიისა და საწვავის მწვავე დეფიციტი ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზეც ფიქსირდება.

შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებს უკავშირდება. იერიშების შედეგად ბენზინის წარმოება სეზონური მოხმარების საშუალო მაჩვენებლის 65%-მდე შემცირდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტიდან განხორციელებული 50-ზე მეტი საჰაერო იერიშის შედეგად, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების მესამედი გაჩერდა. შიდა ბაზარზე არსებული დეფიციტის დასაფარად, მოსკოვმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბელარუსიდან 453 000 ტონა ბენზინი შეიტანა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ოცჯერ მეტია. ამასთან, მოსკოვი ინდოეთიდან იმპორტს და ალტერნატიული სავაჭრო პარტნიორების მოძიებას იწყებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

ბათუმში დაჯარიმდა 9 აუზი და 6 სასტუმრო | რა დარღვევები გამოავლინა მუნიციპალურმა ინსპექციამ?

ბათუმში დაჯარიმდა 9 აუზი და 6 სასტუმრო | რა დარღვევები გამოავლინა მუნიციპალურმა ინსპექციამ?

BM.GE

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?

BM.GE

ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას

ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას

BM.GE

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

BM.GE