მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსთაველის გამზირზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - მერია
რუსთაველის გამზირზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - მერია

რუსთაველის გამზირზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - მერია

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 21:42|bm.ge

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრთან და პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებს გამაგრებისა და განახლების სამუშაოები უტარდებათ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ორივე გადასასვლელი მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც მათი კონსტრუქციული გამაგრება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა.

"რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელებს, როგორც ოპერის წინ, ისე კლასიკური გიმნაზიის წინ არსებული გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგრების სამუშაოებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების დეტალებზე უფრო ვრცლად თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ისაუბრა. მისი განმარტებით, გადასასვლელების რეაბილიტაცია საექსპერტო დასკვნების საფუძველზე მომზადებული პროექტით ხორციელდება, რაც ნაგებობების უსაფრთხოებასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.

"გამზირზე არსებულ ორ მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი დასკვნები, რომელთა საფუძველზეც დავიწყეთ დეტალური პროექტირება. დაწყებულია ასევე წინამოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის მიხედვით გამაგრდება ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი, რათა უსაფრთხო იყოს და ექსპლუატაციის ვადებს გაუძლოს. გარდა ამისა, ზედა ნაწილზე მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები, რის შემდეგაც უკვე უშუალოდ გზის მოწყობას დავიწყებთ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის ბუნებრივი ქვით მოპირკეთება", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

კონსტრუქციული გამაგრებისა და ჰიდროიზოლაციის პარალელურად, შეიცვლება გადასასვლელების ვიზუალური იერსახეც - ისინი ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება. სამუშაოების დასრულება, რუსთაველის გამზირის საერთო რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, ნოემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • "სოლიდარობა მიუსაფარ ცხოველებს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობსტვ პირველი
  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
მიმდინარეობს →მერია →

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE