მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსული Wildberries-ი ყაზახეთში 260 ათას მ²-ზე დიდ საწყობს აშენებს
რუსული Wildberries-ი ყაზახეთში 260 ათას მ²-ზე დიდ საწყობს აშენებს

რუსული Wildberries-ი ყაზახეთში 260 ათას მ²-ზე დიდ საწყობს აშენებს

BM.GE6 აგვისტო, 2026, 02:29|bm.ge

რუსული ელექტრონული კომერციის გიგანტი Wildberries-ი ყაზახეთში 260 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ლოგისტიკურ საწყობებს აშენებს. ამის შესახებ 4 აგვისტოს ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა, არმან შაკალიევმა განაცხადა. აღნიშნული ნაბიჯით რუსული კომპანია ცდილობს, საკუთარი ლოგისტიკური ქსელი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებისგან დაიცვას.

Wildberries-ი 100 000 კვ.მ.-ზე მეტი ფართობის საწყობს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანასთან ახლოს, ხოლო მეორე, 160 000 კვ.მ. ობიექტს ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმათიში ააშენებს. ორივე ობიექტის მშენებლობის დასრულება 2027 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში Wildberries-ი ამჟამადაც იჯარით ფლობს დაახლოებით 46 000 კვადრატული მეტრის საწყობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის მტკიცებით, მოსკოვმა და ასტანამ ონლაინ-პლატფორმების ინტეგრაციაზე მუშაობა რუსეთში Wildberries-ის საწყობებზე უკრაინულ იერიშებამდე დაიწყეს. მან აღნიშნა, რომ Ozon-ისა და Wildberries-ის პლატფორმებზე უკვე დარეგისტრირებულია ასობით ათასი ყაზახი მომწოდებელი, თუმცა კონკრეტული გარიგებების დეტალებზე არ ისაუბრა და ჟურნალისტებს ინფორმაციის უშუალოდ კომპანიებისგან გადამოწმება ურჩია.

რუსული ბიზნესგამოცემა „კომერსანტის“ 29 ივლისის ცნობით, Wildberries-მა ყაზახეთში საწყობების ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მის ლოგისტიკურ ჰაბებზე დრონებით იერიშები მიიტანა. გამოცემის წყაროების ცნობით, ყაზახეთში არსებული შეზღუდული მიწოდების ფონზე, კომპანია მზად იყო შეესყიდა თითქმის ყველა თავისუფალი საწყობი, რათა თავისი სიმძლავრეების ნაწილი მოსალოდნელი იერიშების ზონიდან გადაეტანა. მათივე ინფორმაციით, Wildberries-ი რუსეთშიც აგრძელებს ახალი საწყობების ძებნას, თუმცა თავისუფალი ფართობების მფლობელები, დრონების თავდასხმის მუდმივი საფრთხის გამო, კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებისგან თავის შეკავებას არჩევენ.

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დრონებით იერიში Wildberries-ის სულ მცირე 12 ობიექტზე მიიტანეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტიიმედი
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • რუსულმა სამხედრო ხომალდმა დანიის ვერტმფრენს სიგნალური რაკეტები ესროლაფორმულა
  • პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებსრუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

BM.GE

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

BM.GE

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

BM.GE

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

BM.GE