მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესში - სებ
საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესში - სებ

საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესში - სებ

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 00:39|bm.ge

ეროვნული ბანკის საბჭომ პროკურატურის გამოძიების დასრულებამდე ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. შესაბამის განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის თანახმად, გადაწყვეტილება პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე იქნება ძალაში.

„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს განიხილა საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიღება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავესრუსთავი 2
  • აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდებანეტგაზეთი
მიღება →

მსგავსი სტატიები

მომავალ წელს "თურქულის" საწინააღმდეგოდ 1.7 მლნ ცხოველის ვაქცინაცია-რევაქცინაციაა გათვალისწინებული - ლაშა ავალიანი

მომავალ წელს "თურქულის" საწინააღმდეგოდ 1.7 მლნ ცხოველის ვაქცინაცია-რევაქცინაციაა გათვალისწინებული - ლაშა ავალიანი

BM.GE

"უფლებამოსილების დროებითი შეჩერების“ ნორმა კანონში არ არსებობს - რომან გოცირიძე ნანა ყეინიშვილის საქმეზე

"უფლებამოსილების დროებითი შეჩერების“ ნორმა კანონში არ არსებობს - რომან გოცირიძე ნანა ყეინიშვილის საქმეზე

BM.GE

ჩინეთმა ავტომობილების ექსპორტის რეგულაციები გაამკაცრა

ჩინეთმა ავტომობილების ექსპორტის რეგულაციები გაამკაცრა

BM.GE

რუსეთმა ციმბირში შავი ჭირის გავრცელების შესახებ ცნობები უარყო

რუსეთმა ციმბირში შავი ჭირის გავრცელების შესახებ ცნობები უარყო

BM.GE