
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერი თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ერთი წლის ხდება და დაბადების დღეს სტუმრებთან ერთად „საჩუქრების ფესტივალით“ აღნიშნავს. 26 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს თიბისი ბანკის ქეშბექი, სპეციალური შეთავაზებები, გათამაშებები, მუსიკა, სხვადასხვა აქტივობა და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი საჩუქარი ელოდებათ.
ერთი წლის წინ თბილისი აუთლეტ ვილიჯმა პირველად გაუღო კარი სტუმრებს. პირველი დაბადების დღის აღსანიშნავად კი სივრცე 26 სექტემბერს „საჩუქრების ფესტივალად“ გადაიქცევა.
ფესტივალის მთავარი იდეა მარტივია - ამჯერად დაბადების დღის საჩუქრებს თავად სტუმრები მიიღებენ.
26 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში თბილისი აუთლეტ ვილიჯში სტუმრებს დახვდებათ სპეციალურად დაბადების დღისთვის შექმნილი შეთავაზებები და აქტივობები — 30%-იანი TBC Cashback, დამატებითი ფასდაკლებები, სასაჩუქრე ვაუჩერები, პრიზები, გათამაშებები, მუსიკა და სხვადასხვა გასართობი გამოცდილება.
დაბადების დღე, სადაც საჩუქრებს სტუმრები იღებენ
„საჩუქრების ფესტივალის“ ფარგლებში მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შოპინგთან ერთად სხვადასხვა პრიზიც მიიღონ.
იღბლიანი ბორბალი (Fortune Wheel) სტუმრებს მყისიერი საჩუქრების მოგების შესაძლებლობას მისცემს. ერთი 250 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენის ქვითარი ბორბლის ერთხელ დატრიალების შანსს ნიშნავს.
BM.GE
წყარო: bm.ge