მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სად გაივლის ანაკლიის პორტთან მისასვლელი მაგისტრალი და რკინიგზა - პროექტი
სად გაივლის ანაკლიის პორტთან მისასვლელი მაგისტრალი და რკინიგზა - პროექტი

სად გაივლის ანაკლიის პორტთან მისასვლელი მაგისტრალი და რკინიგზა - პროექტი

BM.GE6 მაისი, 2026, 13:00|bm.ge

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინი უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში იგეგმება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს.

BMG-იმ გადაამოწმა პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც გზის და რკინიგზის პროექტზე გარემოსდაცვითი ნებართვა ჯერ კიდევ 2020 წლის 15 აპრილს გაიცა, რაც მოიცავს 17.5 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზის და 19.5 კილომეტრის საავტომობილო გზის მშენებლობას.

საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი იწყება ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან, გაივლის სოფელ ორულს, დიდ ნეძს, დიხაგუძუბას და სოფელ ერგეთას, საიდანაც ანაკლიისკენ მიიმართება.

„საქართველოს რკინიგზამ უკვე დაასრულა მუშაობა იმ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინზე, რომელიც ძირითად მაგისტრალს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან აკავშირებს. ძალიან მალე ვგეგმავთ შესაბამისი ზომების მიღებას, რათა უშუალოდ მშენებლობის პროცესი დავიწყოთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

პროექტის თანახმად, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საჭიროა 5 ესტაკადის მოწყობა, ასევე 11 გადასასვლელის და 35 წყალგამტარი არხის მოწყობა. განმარტების თანახმად, რკინიგზა გათვლილია წლიურ 14 მლნ ტონა ტვირთის გატარებაზე, ხოლო დღე-ღამეში 11 შემადგენლობის მიღებაზე. პროექტის თანახმად, გზას ორი ზოლი ექნება და მისი სიგანე 6 მეტრი იქნება, ხოლო რკინიგზა კი ერთლიანდაგიანი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია შეინარჩუნებს თუ არა მთავრობა რკინიგზის და გზის აღნიშნულ პროექტს, ასევე უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი დაჯდება ამ მაგისტრალის მშენებლობა და როდის გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE