მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთად აღარ შექმნიან
საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთად აღარ შექმნიან

საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთად აღარ შექმნიან

BM.GE13 ივნისი, 2026, 19:45|bm.ge

საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთად აღარ შექმნიან. როგორც ირკვევა, საერთო პროექტის ჩაშლის მიზეზი ინდუსტრიული უთანხმოება გახდა.

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ფრანგ კოლეგას პროექტის შეწყვეტის შესახებ პირადად აცნობა.

როგორც ცნობილია, ფრანგული საწარმო Dassault Aviation-ი და გერმანული Airbus Defence and Space-ი გამანადგურებლის აგების პირობებზე ვერ მორიგდნენ. არსებული ინფორმაციით, წამყვანი როლის მორგება ორივე გიგანტს თანაბრად სურდა, ლიდერობა კი ბოლო წუთამდე არცერთმა დათმო.

შეგახსენებთ, ორი ქვეყნის ერთობლივი თავდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალი გამანადგურებელი უნდა შექმნილიყო, 2040 წლისთვის გერმანული Eurofighter-ისა და ფრანგული Rafale-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ჩანაცვლებას ისახავდა მიზნად. პროექტი ასევე მოიცავდა უპილოტო საფრენი აპარატების შექმნასაც, თუმცა გარიგება ამ მომენტისთვის ოფიციალურად ჩაშლილია.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე გამოეხმაურა მომხდარს და ოფიციალურ განცხადებაში შეთანხმების მიუღწევლობა საჯაროდ აღიარა. ფრანგული მხარის განმარტებით, გერმანიის ხელისუფლებამ კერძო კომპანიებზე დამატებითი ზეწოლა ვერ განახორციელა და ისინი დათმობაზე წასვლაზე ვერ დაითანხმა.

ფრანგულმა მხარემ არ გამორიცხა, რომ პარტნიორობის ფარგლებში გერმანიასთან ერთად უპილოტო აპარატებსა და სხვა ტიპის საბრძოლო სისტემებზე მუშაობას გააგრძელებს, თუმცა როდის და მასშტაბით, ამაზე არაფერი თქმულა.

შეგახსენებთ, სამხედრო საჰაერო სისტემის ერთობლივი პროექტი საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ჯერ კიდევ 2017 წელს წამოიწყეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2022 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის მოძალადე პოლიციელები რატომ არ დააკავეს 2026 წლამდე?|მდინარაძის კომენტარი

2022 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის მოძალადე პოლიციელები რატომ არ დააკავეს 2026 წლამდე?|მდინარაძის კომენტარი

BM.GE

Microsoft-ი და მაიოს კლინიკა ჯანდაცვისთვის ახალ AI-ს წარადგენენ

Microsoft-ი და მაიოს კლინიკა ჯანდაცვისთვის ახალ AI-ს წარადგენენ

BM.GE

ევროპული ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება

ევროპული ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება

BM.GE

40-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს… სია მზარდია - ბიზნესმენი მამუკა ფიფია

40-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს… სია მზარდია - ბიზნესმენი მამუკა ფიფია

BM.GE