მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთში პაველ დუროვი ისევ დაკითხეს - რას ედავებიან Telegram-ის დამფუძნებელს?
საფრანგეთში პაველ დუროვი ისევ დაკითხეს - რას ედავებიან Telegram-ის დამფუძნებელს?

საფრანგეთში პაველ დუროვი ისევ დაკითხეს - რას ედავებიან Telegram-ის დამფუძნებელს?

BM.GE9 ივლისი, 2026, 18:55|bm.ge

პარიზის სასამართლოში Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი სამართალდამცავებმა კიდევ ერთხელ დაკითხეს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ბიზნესმენის საუბარი ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. ეს შეხვედრა 2024 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში რიგით მეოთხე დაკითხვას წარმოადგენს.

საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები პლატფორმის მეშვეობით დანაშაულებრივი საქმიანობის შესაძლო ხელშეწყობის ფაქტებს იძიებენ. ფრანგული საგამოძიებო უწყებების განმარტებით, დასახელებული საქმე უკანონო კონტენტის არასათანადო მოდერაციასა და გამოძიებასთან არასაკმარის თანამშრომლობას უკავშირდება.

პაველ დუროვის ადვოკატების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან თითქმის ორი წლის შემდეგაც კი, ბრალდებების საფუძვლიანობის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები სამართალდამცავებს არ მოუპოვებიათ. უფლებადამცველები საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების ქმედებების გასაჩივრებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპულ სასამართლო ინსტანციებში მტკიცედ გეგმავენ. თავად ბიზნესმენმა საფრანგეთში მის პატიმრობას სამართლებრივი აბსურდი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ პაველ დუროვი პარიზის აეროპორტში 2024 წლის 24 აგვისტოს დააკავეს. რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლომ ის 5 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

BM.GE

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

BM.GE

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

BM.GE