მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „საფრთხე მოდელირებითაც დადასტურებული იყო“ - რა წერია CENN-ის მიერ მომზადებულ თელავისხევის ჰიდროლოგიურ ანგარიშში?
„საფრთხე მოდელირებითაც დადასტურებული იყო“ - რა წერია CENN-ის მიერ მომზადებულ თელავისხევის ჰიდროლოგიურ ანგარიშში?

„საფრთხე მოდელირებითაც დადასტურებული იყო“ - რა წერია CENN-ის მიერ მომზადებულ თელავისხევის ჰიდროლოგიურ ანგარიშში?

BM.GE13 ივლისი, 2026, 18:29|bm.ge

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა მდინარე თელავისხევის ზოგადი ჰიდროლოგიური ანგარიში 2020 წელს მოამზადა. 30-გვერდიანი ანგარიშში პრაქტიკულად ყველა ის ძირითადი რისკი იყო იდენტიფიცირებული, რომელიც 12 ივლისს რეალობად იქცა. დოკუმენტი მხოლოდ მდინარის აღწერით არ შემოიფარგლება, იგი კონკრეტულ საფრთხეებს, მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებსაც ასახელებს.

კვლევის მიხედვით, თელავისხევი მცირე, მაგრამ სწრაფი რეაგირების მდინარეა. მისი წყალშემკრები აუზი მხოლოდ 5.08 კვ.კმ-ია, ამიტომ ინტენსიური ნალექის დროს წყლის დონე ძალიან მოკლე დროში იზრდება, რაც რეაგირების ფანჯარას მნიშვნელოვნად ამცირებს.

კვლევა ადასტურებს, რომ ტყის მდგომარეობა გადამწყვეტ გავლენას ახდენს ღვარცოფის მასშტაბზე. მოდელირების მიხედვით, თუ ტყე ნორმალურ მდგომარეობაშია, მაქსიმალური ხარჯი დაახლოებით 45.7 მ³/წმ-ია, ტყის გამოხშირების შემთხვევაში იზრდება 60.3 მ³/წმ-მდე (32%-ით), ხოლო ძლიერი დეგრადაციისას აღწევს 76.1 მ³/წმ-ს (67%-ით მეტი).

მთავარი პრობლემა ქალაქის მონაკვეთზე კალაპოტის შევიწროებაა. ავტორები მიუთითებენ, რომ ბეტონის ვიწრო ჯებირები, მილები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა ქმნის ბარიერებს, სადაც ღვარცოფული მასა შეიძლება გაიჭედოს და შემდეგ კალაპოტიდან გადმოვიდეს.

მოდელირება პირდაპირ აჩვენებს, რომ ღვარცოფის შემთხვევაში მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის ალბათობა მაღალია, განსაკუთრებით თელავის ურბანულ ნაწილში.

დოკუმენტში დასკვნის სახით ნათქვამი იყო, რომ მდინარე თელავისხევის კალაპოტში საჭიროა გატარდეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას. მათ შორის პირველ რიგში აუცილებელია მოხდეს მდინარის კალაპოტის ზედა ნაწილში არსებული ხერხეულიძის დამბის რეაბილიტაცია და კალაპოტის გასუფთავება უკვე მოტანილი ზედმეტი ნაშალი მასალისაგან, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს და დიდი რაოდენობით ნალექის მოსვლის შემთხვევაში შესაძლოა ღვარცოფულ ნაკადად გადაიქცეს.

ასევე სასურველია გარკვეულ ადგილებში ამაღლდეს ჯებირები და შეძლებისდაგვარად მდინარის კალაპოტიდან მოშორდეს ისეთი სახის ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებმაც შესაძლოა შემაკავებელი როლი შეასრულოს და არხი გაჭედოს. რაც მთავარია წყალშემკრები აუზის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით აუცილებელია აიკრძალოს ხე-ტყის მოპოვება, რაც შეამცირებს მეწყრული პროცესების განვითარების რისკებს და მოსული ნალექის მდინარეში ტრანსფორმაციის დროს მნიშვნელოვნად გაზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საფრთხის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • The New York Times: უკრაინისთვის გადაცემული ძვირად ღირებული ტანკები დრონების საფრთხის გამო უსაქმოდ დგასიმედი
  • ნატოს წარმომადგენელი: ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვისფორმულა
  • “ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარიატვ პირველი
  • შაკო კუჭაშვილი: ნაცების პროპაგანდის აქტორმა ეკა კვესიტაძემ 2008 წლის აგვისტოს "გასაპრავებლად" მიიწვია სააკაშვილის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დათაშვილი, რომელიც პირდაპირ იძახის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ახლობლები გავაფრთხილეორუსთავი 2
საფრთხის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

BM.GE

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

BM.GE

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

BM.GE

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE