მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ
საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

BM.GE15 მაისი, 2026, 19:27|bm.ge

საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ.

უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, აჭარის სტრუქტურულ დანაყოფს გელა კანდელაკი, ხოლო გურიის სტრუქტურულ დანაყოფს ირაკლი სარჯველაძე უხელმძღვანელებენ. ლევან ხარაბაძემ, ახალი ხელმძღვანელებს სამმართველოების თანამშრომლებს წარუდგინა.

"შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დანაყოფების უფროსებისგან მოისმინეს ინფორმაცია, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონებში დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნის მაჩვენებლებს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

რეგიონებში გამართულ შეხვედრებს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე, უწყების თანამშრომლებს პირველ მაისს წარუდგინა. მას ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნაფორმულა
  • იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორად რამაზ თათარაშვილი დანიშნარუსთავი 2
  • სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებსტვ პირველი
  • საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავაიმედი
სამსახური →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE