მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ "ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ "ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ "ტრამპის მარშრუტთან" დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 22:23|bm.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში - „კეთილდღეობა მშვიდობის გზით: ინვესტირება ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტსა და TRIPP-ის ინიციატივაში“, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, დარსალიამ ისაუბრა ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებაში.

ამ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

"ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა შუა დერეფნისა და TRIPP-ის ინიციატივის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათი განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონული კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო კავშირებს და ხელს შეუწყობს შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებას.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაზევე გამოცხადდა ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ეწოდება. ახალი მარშრუტი ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, ანუ ერთგვარი პარალელური გზა იქნება საქართველოზე გამავალი "შუა დერეფნისა".

სწორედ ნიუ იორკში გამართული ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომ "ტრამპის მარშრუტის" განვითარებისთვის "ტრანსკასპიური საწარმოო ფონდი" [Trans-Caspian Enterprise Fund] იქმნება, რომელმაც ინვესტიციები უნდა ჩადოს იმ შესაძლებლობებში, რაც TRIPP-ისა და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის შედეგად წარმოიქმნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 259 სტატია.

  • ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზეიმედი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
  • მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდარუსთავი 2
მინისტრი →ტრამპი →საგარეო →

მსგავსი სტატიები

მერია თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან 121,000 კვადრატულ მეტრს ₾22.1 მილიონად ყიდის

მერია თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან 121,000 კვადრატულ მეტრს ₾22.1 მილიონად ყიდის

BM.GE

როგორ გავუწიოთ კონკურენცია AI-ს: 3 უნარი, რომელიც ბავშვმა მომავლისთვის უნდა განივითაროს | ექსპერტის ანალიზი

როგორ გავუწიოთ კონკურენცია AI-ს: 3 უნარი, რომელიც ბავშვმა მომავლისთვის უნდა განივითაროს | ექსპერტის ანალიზი

BM.GE

„ხელფასების 100%-იანმა ზრდამაც ვერ გადაჭრა დეფიციტი“ - რატომ ვერ/არ ინარჩუნებს სასტუმრო სექტორი კადრებს?

„ხელფასების 100%-იანმა ზრდამაც ვერ გადაჭრა დეფიციტი“ - რატომ ვერ/არ ინარჩუნებს სასტუმრო სექტორი კადრებს?

BM.GE

რუსთაველის გამზირზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - მერია

რუსთაველის გამზირზე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - მერია

BM.GE