
სახელმწიფო ელექტროსისტემაში სამეთვალყურეო საბჭო თითქმის სრულად შეიცვალა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის 7 ოქტომბრის ბრძანებით, სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მარგალიტა არაბიძე გახდა, რომელმაც იორგ მათიესი შეცვალა.
საბჭოში შევიდნენ ქეთევან ჩაფიძე, ანა გოგოლაძე და დიმიტრი ქებაძე. შესაბამისად გამოიწვიეს ზურაბ ბექაია, თეონა მაკალათია და ეკატერინა შავგულიძე. ერთადერთი უცვლელი წევრი მიხეილ როინიშვილია.
აღსანიშნავია, რომ "სახელმწიფო ელექტროსისტემა" აგვისტოს დასაწყისში დატოვა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა. 3 აგვისტოს BMG-ს ეკონომიკის სამინისტოში დაადასტურეს, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ვანო ზარდიაშვილი კი შვებულებაში იყო. 24 აგვისტოს კი მის წასვლაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა. ამავე დღესვე დირექტორად ოფიციალურად წარადგინეს დავით ვარდიაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge