ორიგინალი
საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია, თურქეთი სრულად დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს - თურქეთის პარლამენტის სპიკერი
GHN·11:04

საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია, თურქეთი სრულად დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს - თურქეთის პარლამენტის სპიკერი

27 ნოემბერი, 2026 · 11:04

საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდის მატჩის დროს, მიუღებელია ქმედებები ჩვენი გულშემატკივრების მიმართ, რომლებმაც პალესტინის დროშა გაშალეს და გამოვიდნენ მოწოდებით - „თავისუფლება პალესტინას!“, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ნუმან ქურთულმუში ავრცელებს.

„საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდის მატჩის დროს, მიუღებელია ქმედებები ჩვენი გულშემატკივრების მიმართ , რომლებმაც პალესტინის დროშა გაშალეს და გამოვიდნენ მოწოდებით - „თავისუფლება პალესტინას!“

მოძმე პალესტინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერა სინდისისა და მორალური პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ღირსეულ პოზიციაზე ძალადობით პასუხი შეუთავსებელია სპორტის უნივერსალურ ღირებულებებთან და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

მოველით, რომ შესაბამისი ორგანოები და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები ამ მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიიღებენ აუცილებელ ზომებს.

თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს თავის სპორტსმენებსა და მოქალაქეებს და სრულად დაიცავს მათ უფლებებსა და კანონით გარანტირებულ დაცვას.

სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბეშიქთაშის საზოგადოებასა და ყველა იმ გულშემატკივარს, რომელთა მიმართაც ძალადობა განხორციელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას” შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში გაიმართა. როგორც უეფა-ს განცხადებაში იყო ნათქვამი, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.

მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავდა სამი სამართალდამცველი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ghn.ge
  1. მთავარი
  2. GHN
  3. საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია, თურქეთი სრულად დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს - თურქეთის პარლამენტის სპიკერი

თემა: პარლამენტის

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • რუსთავი 2·05:41
    რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
  • აიპრესი·21:30
    პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • BM.GE·21:07
    თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგი საქართველოს 26 ქალაქში განხორციელდა - საქართველოს პარლამენტი
  • კომერსანტი·21:00
    უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეეძლება 6-თვიანი ინტერვალის გარეშე, განმეორებით გავიდეს გამოცდაზე – პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
პარლამენტისსრულად

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

GHN·11:23

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს​

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს​
GHN·10:13

კვლევების თანახმად, საქართველოში თაღლითურ „ქოლცენტრებში“ დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა, ხელისუფლება თავადაა ამ დამღუპველი კონგლომერატების სათავეში, ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს - გივი თარგამაძე

კვლევების თანახმად, საქართველოში თაღლითურ „ქოლცენტრებში“ დასაქმებულია 30 ათასი ახალგაზრდა, ხელისუფლება თავადაა ამ დამღუპველი კონგლომერატების სათავეში, ახალგაზრდების სიცოცხლისთვის გამოვიდეთ ქუჩაში 28 ნოემბერს - გივი თარგამაძე
GHN·09:47

უკრაინის არცერთი მოქმედება არასდროს ყოფილა მიმართული ლიბიის ან ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ - ანდრი სიბიჰა

უკრაინის არცერთი მოქმედება არასდროს ყოფილა მიმართული ლიბიის ან ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ - ანდრი სიბიჰა
GHN·09:23

აშშ-მა Starshield-ის მუშაობასთან დაკავშირებით დადებითი სიგნალები გამოგვიგზავნა - ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-მა Starshield-ის მუშაობასთან დაკავშირებით დადებითი სიგნალები გამოგვიგზავნა - ვოლოდიმირ ზელენსკი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.