მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფოს ჭარბი ყურძნის შესასყიდად დამატებით ₾50 მილიონი სჭირდება | გამარტივებული შესყიდვა
სახელმწიფოს ჭარბი ყურძნის შესასყიდად დამატებით ₾50 მილიონი სჭირდება | გამარტივებული შესყიდვა

სახელმწიფოს ჭარბი ყურძნის შესასყიდად დამატებით ₾50 მილიონი სჭირდება | გამარტივებული შესყიდვა

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 20:52|bm.ge

2026 წლის რთველის შეუფერხებლად ჩასატარებლად და ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესასყიდად, „მოსავლის მართვის კომპანია“ დამატებით 50 მილიონი ლარის გამოყოფასა და ამ თანხის გამარტივებული შესყიდვის წესით დახარჯვას ითხოვს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული განკარგულების პროექტის მიხედვით, აღნიშნული თანხა მოხმარდება იმ ყურძნის ჩაბარებასა და გადამუშავებას, რომელსაც კერძო სექტორი ვერ შეისყიდის. სახელმწიფო კომპანიის განმარტებით, წინასწარ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ ზუსტად რა რაოდენობის ჭარბი მოსავალი დარჩება ბაზარზე.

ყვარელში მევენახეების მიერ დაწყებული აქციების საპასუხოდ სახელმწიფომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები დღეს 22 სექტემბერს შეცვალა.

16-დან 19 გრადუსამდე რქაწითლის ფასი 90 თეთრით, ხოლო 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარით განისაზღვრა. გამონაკლისის სახით კი 16 გრადუსამდე არაკონდიცირებული ყურძნის ფასი 50 თეთრი იქნება, ჰიბრიდი - 30 თეთრი. ძველი რეგულაციით 17 გრადუსამდე ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 30 თეთრს შეადგენდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ 2026 წლის მიმდინარე რთველის ორგანიზებისა და ყურძნის შესყიდვისთვის გამოყოფილი პირველადი თანხები საკმარისი არ არის.

შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკის, ასევე ტრანსპორტირების, სპირტად გამოხდისა და საბანკო მომსახურების მოცულობების განსაზღვრაც, რისი წინასწარ დაგეგმვაც შეუძლებელია.

გარდა ამისა, წინა წლების პრაქტიკით, სახელმწიფო 60-90 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებას კერძო ქარხნების დაქირავებული სიმძლავრეებით ახორციელებს. ვინაიდან ამ ობიექტების მომზადება წინასწარ ავანსების გაცემას მოითხოვს, კომპანია ითხოვს, რომ ხელშეკრულებებზე არ გავრცელდეს საბანკო გარანტიების წარდგენის სავალდებულო წესი.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ₾50-მილიონიანი შესყიდვები განხორციელდება შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ საკუთარი სახსრებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფას არ გამოიწვევს.

აღსანიშნია, რომ კახეთში, მეორე დღეა მევენახეები ქარხნების მიერ 1 კგ ყურძნის 30 თეთრად ჩაბარებას აპროტესტებენ. დღეს, ფერმერებმა ყვარელი-ლაგოდეხის გზა და სოფელ ველისციხესთან გადაკეტეს. ისინი არაკონდიციური ყურძნის მინიმუმ 90 თეთრად ჩაბარებას ითხოვენ.

უნდა აღინიშნოს რომ ამ დრომდე მოსავლის მართვის კომპანიას 50 მილიონ ლარზე 1 გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა გამოცხადებული 24 ივლისს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ვაგრძელებ საკონსულტაციო საქმიანობას”|ოთარ ნადარაიამ "თიბისი ჯგუფი" დატოვა

"ვაგრძელებ საკონსულტაციო საქმიანობას”|ოთარ ნადარაიამ "თიბისი ჯგუფი" დატოვა

BM.GE

ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

BM.GE

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო - Supply Chain Finance Award მოიპოვა

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო - Supply Chain Finance Award მოიპოვა

BM.GE

ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობას ასახელებს

ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობას ასახელებს

BM.GE