მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 16:58|bm.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა ბატონი სერგო მეთოფიშვილი", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეთოფიშვილი აქამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ მუშაობდა. 2021-2025 წლებში კი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე. მეთოფიშვილი წლების განმავლობაში ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

22 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გოგა კიკილაშვილი დანიშნა. კიკილაშვილი ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში ურთიერთსარჩელები გაიწვიონნეტგაზეთი
  • ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სფორმულა
  • ბერა ივანიშვილის ადვოკატმა სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაარუსთავი 2
  • „ტვ პირველის“ ყოფილი ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაკავების საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადადისტვ პირველი
სასამართლოში →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE