მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამხ. კორეამ ტეხასში $22 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა
სამხ. კორეამ ტეხასში $22 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

სამხ. კორეამ ტეხასში $22 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 00:55|bm.ge

სამხრეთ კორეის მთავრობამ აშშ-სთან გაფორმებული 350 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო შეთანხმების ფარგლებში, პირველი პროექტი ოფიციალურად დაამტკიცა.

სეული ტეხასის შტატში 6.3 გიგავატის სიმძლავრის გაზზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ინვესტიციის სავარაუდო ღირებულება 22 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია მონაცემთა ცენტრებსა და ნახევარგამტარების ქარხნებს მიეწოდება.

როგორც ირკვევა, მრეწველობის მინისტრმა კიმ ჯუნ-კვანმა საკანონმდებლო ორგანოს დახურულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები წარუდგინა. მისი განმარტებით, ტეხასის ენერგოპროექტთან ერთად განხილვის ეტაპზეა კიდევ ორი ინიციატივა. მათ შორის მოაზრება ამერიკულ ბირთვულ კომპანია Westinghouse-ში 10%-მდე წილის შეძენა და აშშ-ის ტერიტორიაზე სამხრეთკორეული პროექტის APR1400 ტიპის რეაქტორების მშენებლობა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გასული წლის ნოემბერში მიღწეული სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონმა სამხრეთკორეულ პროდუქციაზე ტარიფები 15%-მდე შეამცირა. ამ შეღავათის სანაცვლოდ, აზიურმა სახელმწიფომ აშშ-ში $350 მილიარდის ინვესტირების ვალდებულება აიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

"ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის" - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

BM.GE

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩინეთსა და საქართველოს შორის - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას" - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

"რითეილ სექტორისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე ფუნქციონირება დღეს უკვე წარმოუდგენელია" - ქეთი კენკიშვილი

BM.GE