მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებები - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს
სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებები - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებები - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 02:55|bm.ge

საჯარო სკოლების ნაწილს სასწავლო პროცესის დროებით საკუთარ შენობაში გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა, ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვამდე, ნაწილი კი კვლავ დისტანციურ სწავლებაზე რჩება. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი პრიორიტეტულად განსაზღვრული სკოლების შენობების ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობს, რათა გადაწყდეს, რომელ ობიექტებს სრული რეაბილიტაცია დასჭირდება და სად გახდება ახალი შენობის მშენებლობა საჭირო.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2025-2026 წლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის პრიორიტეტული სკოლები მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის №302 დადგენილების საფუძველზე შეირჩა. მათი ჩამონათვალი რეაგირებისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა. თითოეულ სკოლაში ჩასატარებელი სამუშაოების ტიპს, მოცულობასა და ვადებს შესაბამისი უფლებამოსილი უწყებები განსაზღვრავენ.

უწყების ცნობით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა. შეფასების მიზანია, თითოეული ობიექტისთვის საჭირო ღონისძიების განსაზღვრისთვის სათანადო ტექნიკური საფუძვლის მომზადება - იქნება ეს სრული რეაბილიტაცია თუ ახალი შენობის მშენებლობა.

მათივე განმარტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, მათი საუკეთესო ინტერესებისა და განათლების მიღების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საკითხის შესწავლამდე სკოლებში სწავლა დისტანციურ ფორმატში გაგრძელდა.

თუმცა, ბიუროსგან მიღებული დაზუსტებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სკოლების ნაწილს სასწავლო პროცესის დროებით საკუთარ შენობაში გაგრძელების უფლება მიეცა. ეს გადაწყვეტილება ექსპერტების მიერ განსაზღვრული სამუშაოების პარალელურად იმოქმედებს. სამინისტროს განცხადებით, სამუშაოები ტექნიკური ზედამხედველობისა და უსაფრთხოების კონტროლის პირობებში შესრულდება, ვიდრე შენობებში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო ღონისძიებები დაიგეგმება და განხორციელდება.

ხოლო იმ სკოლებისთვის, სადაც დისტანციური სწავლება კვლავ გაგრძელდება, დროებითი ალტერნატიული ფართითა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება.

ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ ცალკეულ საჯარო სკოლებში, სადაც სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწავლო პროცესი ერთი ან ორი დღით შეჩერდა, გაცდენილი სასწავლო დღეების აღდგენა შაბათ დღეს განისაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ეროვნული სასწავლო გეგმის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიიღეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • "ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა" - ირაკლი კუპრაძე პარტიების აკრძალვაზეტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
  • ორი დღე საკონსტიტუციო მარათონის დაწყებამდე - პოლიტიკური პარტიების სასამართლო პროცესი იწყებარუსთავი 2
პროცესი →

მსგავსი სტატიები

რა განაკვეთით სესხულობს საქართველო AIIB-სგან €158 მლნ-ს ბადიაური-ბაკურციხის გზის ასაშენებლად?

რა განაკვეთით სესხულობს საქართველო AIIB-სგან €158 მლნ-ს ბადიაური-ბაკურციხის გზის ასაშენებლად?

BM.GE

თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების დანახარჯების ზრდა 20%-ს აჭარბებს | TBC Capital

თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების დანახარჯების ზრდა 20%-ს აჭარბებს | TBC Capital

BM.GE

ცვლილება ბანკების დაფინანსების სტაბილურობას გაზრდის - სებ-ი სარეზერვო მოთხოვნის ცვლილებაზე

ცვლილება ბანკების დაფინანსების სტაბილურობას გაზრდის - სებ-ი სარეზერვო მოთხოვნის ცვლილებაზე

BM.GE

მაკა ბოჭორიშვილი სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE