მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპროგნოზო 320 ათასი ტონიდან 48 ათასი უკვე დაბინავებულია - როგორ მიმდინარეობს რთველი კახეთში?
საპროგნოზო 320 ათასი ტონიდან 48 ათასი უკვე დაბინავებულია - როგორ მიმდინარეობს რთველი კახეთში?

საპროგნოზო 320 ათასი ტონიდან 48 ათასი უკვე დაბინავებულია - როგორ მიმდინარეობს რთველი კახეთში?

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 15:52|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაში შევიდა: 24 სექტემბრის დილის მონაცემებით, რეგიონში უკვე გადამუშავებულია 48 ათას ტონამდე ყურძენი, საიდანაც 34.5 ათასი ტონა მაღალი კონდიციისა და ხარისხის მოსავალია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული მოსავლიდან 29 ათასი ტონა საფერავია, 12.4 ათასი ტონა - რქაწითელი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენზე მოდის.

სააგენტოს ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში მიმდინარე სეზონზე რეკორდული მაჩვენებელი - თითქმის 10 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ყოველდღიური გადამუშავების ტემპი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება.

"დღევანდელი დილის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 48 000 ტონამდე ყურძენი. 24 საათის გადამუშავება უკვე აღწევს 10 000 ტონას, რაც იმას ნიშნავს, რომ რთველი შევიდა პიკურ ფაზაში. ყოველდღიურად უკვე ველოდებით სწორედ 10-დან 12 000 ტონამდე გადამუშავებას. მთელი კახეთის მასშტაბით მიმდინარეობს რთველი, ძირითადად ბარდება ხარისხიანი, მაღალშაქრიანი ყურძენი. გამონაკლისების სახით, 1%-ზე დაბლაა ის მაჩვენებელი, რაც შეეხება მკვახე, უხარისხო ყურძენს", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მოსავლის დაბინავების პროცესი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს, საპროგნოზო მოსავალი კი წელს 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს კახეთში მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზა გადაკეტეს. ფერმერები ყურძნის ჩაბარების პირობებსა და შაქრიანობის მიხედვით დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებდნენ - კერძოდ, თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის მქონე ყურძნის ფასი კილოგრამზე 30 თეთრით იყო განსაზღვრული.

მევენახეთა პროტესტის შედეგად, 22 სექტემბერსვე სახელმწიფომ ჩასაბარებელ დიფერენცირებულ ფასებში ცვლილებები შეიტანა. ამ ეტაპზე სახელმწიფო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ფიზიკური პირებისგან ყურძენს განახლებული ტარიფებით იბარებს:

საფერავი:

• ≥ 20% შაქრიანობა - 1.50 ლარი/კგ; • 16% – 20% შაქრიანობა - 1.00 ლარი/კგ; • < 16% შაქრიანობა - 0.50 ლარი/კგ.

რქაწითელი და სხვა საღვინე ჯიშები:

• ≥ 19% შაქრიანობა - 1.30 ლარი/კგ; • 16% – 19% შაქრიანობა - 0.90 ლარი/კგ; • < 16% შაქრიანობა - 0.50 ლარი/კგ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • "სოლიდარობა მიუსაფარ ცხოველებს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობსტვ პირველი
  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE