მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას 2027 წლამდე აგრძელებს
საქართველო უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას 2027 წლამდე აგრძელებს

საქართველო უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას 2027 წლამდე აგრძელებს

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 16:09|bm.ge

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებსა და ფინანსურ დახმარებას 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ.

შესაბამის განკარგულებებს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

• 300 ლარი თვეში ოჯახზე (საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის); • 45 ლარი თვეში თითოეულ პირზე.

მნიშვნელოვანი პირობა: 45-ლარიანი დახმარება მომდევნო თვიდან შეუწყდება პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიას დატოვებს. ხოლო 300-ლარიანი დახმარება ოჯახს იმ შემთხვევაში შეუწყდება, თუ ქვეყნიდან მისი ყველა წევრი გავა.

ამასთან, უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როდესაც პირმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და უკან არაუმეტეს 3 დღის ვადაში დაბრუნდა.

ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უკრაინის მოქალაქეები ისარგებლებენ შემდეგი უფასო მომსახურებებით:

• გადაუდებელი დახმარება: რეფერალური მომსახურება, გადაუდებელი სამედიცინო სერვისები, მშობიარობა და გადაუდებელი იმუნიზაცია; • ქრონიკული და მძიმე დაავადებების მართვა: დიაბეტისა და ტუბერკულოზის მკურნალობა (მედიკამენტებით უზრუნველყოფით), დიალიზი, აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების მუდმივი ჩანაცვლებითი თერაპია; • სხვა სერვისები: გეგმური იმუნიზაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა (ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინაში გიორგი ფარცვანიას მკვლელობის მცდელობისთვის რუსეთის მოქალაქეს 10 წელი მიუსაჯესტვ პირველი
  • POLITICO: შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეული ექსპორტის კრიზისის ფონზე, პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტში დახმარებაზეიმედი
  • გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყოფორმულა
  • რამაზ სვანაძის დებიუტი და ნულოვანი ფრე - საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 0:0 დასრულდარუსთავი 2
უკრაინის →წლამდე →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE

GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში

GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში

BM.GE

რა არის „ჰაუს ჰაქინგი“ ამერიკაში?

რა არის „ჰაუს ჰაქინგი“ ამერიკაში?

BM.GE