მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მზარდია - რას და რამდენს ვყიდით|5 წლის ტენდენცია
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მზარდია - რას და რამდენს ვყიდით|5 წლის ტენდენცია

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მზარდია - რას და რამდენს ვყიდით|5 წლის ტენდენცია

BM.GE30 მაისი, 2026, 02:39|bm.ge

რუსეთში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის მონაცემების თანახმად, ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველოდან ადგილობრივმა ექსპორტმა 182,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 173,4 მლნ აშშ დოლარი იყო. ოთხი თვის ჭრილში გაზრდილია ექსპორტის მონაცემებიც 199,3 მლნ აშშ დოლარამდე, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში 189,5 მლნ აშშ დოლარი იყო.

ექსპორტში პირველ ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები იკავებს. სამეულშია სპირტიანი სასმელები და მინერალური და მტკნარი წყლები.

რაც შეეხება წლიურ ჯამურ მონაცემებს, საქსტატის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო ხუთი წელია რუსეთში ექსპორტი და ადგილობრივი ექსპორტი მზარდია. თუ 2020 წლის მონაცემებს 2025 წლის ჯამურ სტატისტიკას შევადარებთ, ვნახავთ, რომ ექსპორტი საქართველოდან რუსეთში თითქმის გაორმაგებულია.

2020 წელი - 440,6 მლნ აშშ დოლარი

2021 წელი - 610 მლნ აშშ დოლარი

2022 წელი - 642,4 მლნ აშშ დოლარი

2023 წელი - 657 მლნ აშშ დოლარი

2024 წელი - 679,6 მლნ აშშ დოლარი

2025 წელი - 749,2 მლნ აშშ დოლარი

რაც შეეხება საექსპორტო საქონელს, 2025 წლის ჯამური მონაცემებით, TOP-10-ეული შემდეგნაირად გამოიყურება:

• ყურძნის ნატურალური ღვინოები - 179,6 მლნ აშშ დოლარი • სპირტიანი სასმელები - 157,9 მლნ აშშ დოლარი • მინერალური და მტკნარი წყლები - 71 მლნ აშშ დოლარი • გაზიანი შაქრიანი სასმელები - 50,7 მლნ აშშ დოლარი • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 50,3 მლნ აშშ დოლარი • ნაყოფები სხვა, ახალი - 48,5 მლნ აშშ დოლარი • გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 34,8 მლნ აშშ დოლარი • ნარევები გამოსაყენებელი სასმელების წარმოებაში - 21,2 მლნ აშშ დოლარი • კარტოფილი, ახალი ან შეყინული - 20,5 მლნ აშშ დოლარი • ციტრუსები - 16 მლნ აშშ დოლარი

ექსპორტის რუსეთში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა მეტწილად ღვინოების, სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების ექსპორტის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. თუმცა აღსანიშნია, რომ მეორე მხრივ, რუსეთში თითქმის 100%-ითაა შემცირებული ფეროშენადნობების ექსპორტი.

რაც შეეხება იმპორტს, მესამე წელია მზარდია იმპორტიც. გასულ წელს ჯამურად რუსეთიდან იმპორტმა 1,9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელიც ბოლო ხუთ წელიწადში გაორმაგებულია. 2020 წელს რუსეთიდან იმპორტი 888,4 მლნ აშშ დოლარი იყო.

იმპორტში პირველ სამეულშია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობის აირები და ხორბალი. ზრდა აქ მეტწილად ნავთობპროდუქტების ნავთობის აირების თითქმის გაორმაგებას უკავშირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE