საქართველოდან ცოცხალი ცხვარი 7 ქვეყანაში იყიდება - ექსპორტი $32 მილიონამდე გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 234 ათასი სული ცხვარი 31.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა - 8%-ით (17 ათასი სულით), ხოლო ღირებულება 40%-ით (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
2026 წლის 10 თვეში ექსპორტი 7 ქვეყანაში განხორციელდა. რაოდენობის მიხედვით ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აზერბაიჯანი (46%), საუდის არაბეთი (26%), ერაყი (13%) და ქუვეითი (7%).
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული სულადობით აზერბაიჯანი ლიდერობს, ექსპორტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ შედარებით ძვირად ცხვარი ლიბიასა და საუდის არაბეთში იყიდება.
საქსტატის მონაცემებით, ცოცხალი ცხვრების თანხაში გამოსახული ექსპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთია:
• საუდის არაბეთი: $11.7 მლნ • აზერბაიჯანი: $9.9 მლნ • ერაყი: $4.4 მლნ • ქუვეითი: $2.3 მლნ • ყატარი: $2.2 მლნ • ლიბია: $1 მლნ • უზბეკეთი: $131 ათასი
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისში მიღებული ბრძანებით, საქართველოდან ალჟირში საკლავი ცხვრის ექსპორტი გახდა შესაძლებელი, თუმცა ჯერჯერობით ალჟირი საექსპორტო ბაზრების ოფიციალურ სტატისტიკაში არაა.
