მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა

BM.GE4 აგვისტო, 2026, 21:51|bm.ge

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიურ ფორუმში - „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ (Partnership 4SDGs) მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეთმობოდა ფინანსური სექტორის როლის განხილვას საქართველოს მწვანე ტრანსფორმაციაში, ანა ოსაძემ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აფართოებენ ქართული ფინანსური ინსტიტუტები მდგრადი და მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებს, რომელ ფინანსურ პროდუქტებზე იზრდება მოთხოვნა და როგორ შეიძლება ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებამ კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის, მწვანე ტრანსფორმაციას შეუწყოს ხელი.

დისკუსიის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ფინანსური ინსტიტუტების როლზე კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში, პასუხისმგებლიანი ფინანსური პრაქტიკის დანერგვის, მისი შედეგების და ბიზნესებისთვის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდის შესაძლებლობებზე.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბანკი კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაშიც იყო წარმოდგენილი. სტუმარმასპინძლობის სექტორში მწვანე ტრანსფორმაციის საკითხებზე გამართულ სესიას საქართველოს ბანკის კორპორაციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი გალოგრე, უძღვებოდა. დისკუსიის მონაწილეებმა მდგრადი ბიზნესპრაქტიკის დანერგვის, სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მწვანე ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ Partnership 4SDGs გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიური ფორუმია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური სექტორის, კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

საქართველოს ბანკისთვის მდგრადი განვითარება ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბანკი განაგრძობს ESG პრინციპების ინტეგრირებას საკუთარ საქმიანობაში და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და მწვანე ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-მა "ტრამპის მარშრუტის" ფონდის დაფინანსება გააორმაგა

აშშ-მა "ტრამპის მარშრუტის" ფონდის დაფინანსება გააორმაგა

BM.GE

საქართველოს ბანკის „მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო

საქართველოს ბანკის „მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო

BM.GE

რა ქონებასა და შემოსავლებს ფლობს არჩილ გორდულაძე - ქონებრივი დეკლარაცია

რა ქონებასა და შემოსავლებს ფლობს არჩილ გორდულაძე - ქონებრივი დეკლარაცია

BM.GE

რუსეთი 2027 წლიდან სურსათის ფასების მონიტორინგს იწყებს - რისი უფლება ექნებათ სახელმწიფო უწყებებს?

რუსეთი 2027 წლიდან სურსათის ფასების მონიტორინგს იწყებს - რისი უფლება ექნებათ სახელმწიფო უწყებებს?

BM.GE