მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება

BM.GE10 ივლისი, 2026, 22:31|bm.ge

თანამედროვე ბაზარზე კონკურენციის ზრდასთან ერთად იცვლება გაყიდვების მიდგომებიც - ბოლო წლებში ტრანსფორმირდა როგორც თეორიები და ტაქტიკები, ისე გაყიდვების გუნდების კომპეტენციები და უნარები. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის გამართავს ვორკშოპს - „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს ნანა აბურჯანიძე, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის" დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება

ვორქშოპზე მონაწილეები განიხილავენ, რა გამოწვევების წინაშე დგანან მეწარმეები ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე, როგორ შეიცვალა B2C და B2B მომხმარებლების ქცევა და რა როლი აქვს სწორ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში.

შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან შეკითხვები საკუთარი ბიზნესის პერსპექტივიდან და მიიღონ ახალი იდეები და მიდგომები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

„მეწარმე ქალების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ვქმნით ინიციატივებს, სადაც მეწარმეები პრაქტიკულ ცოდნას იღებენ და ერთმანეთის გამოცდილებას იზიარებენ. გვჯერა, რომ ამ ტიპის შეხვედრები რეალურ, გრძელვადიან ღირებულებას სძენს მათ ბიზნესს“, - განაცხადა ეკატერინე ჭურაძემ, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის პლატფრომაა, რომელიც მეწარმეებისთვის ერთ სივრცეში აერთიანებს საჭირო რესურსებს - საგანმანათლებლო რესურსებს, კვლევებს, შეხვედრებსა და სხვა ინიციატივებს.

იხილეთ მეტი: https://bankofgeorgia.ge/ka/business/360

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • 7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებსიმედი
  • ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები 2026" ბათუმში გრძელდებარუსთავი 2
  • ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესფორმულა
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

BM.GE

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომლის შესყიდვაც სომეხ ბიზნესმენს, კარენ საფარიანს სურს

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომლის შესყიდვაც სომეხ ბიზნესმენს, კარენ საფარიანს სურს

BM.GE

არაბეთი პარიზში $7-მილიარდიანი Dragon Ball Z-ის თემატური პარკის აშენებას დააფინანსებს

არაბეთი პარიზში $7-მილიარდიანი Dragon Ball Z-ის თემატური პარკის აშენებას დააფინანსებს

BM.GE

სახელმწიფო უნივერსიტეტებში 3 700 თავისუფალი ადგილი დარჩა, ეს პატარა რიცხვი არ არის - ექსპერტი

სახელმწიფო უნივერსიტეტებში 3 700 თავისუფალი ადგილი დარჩა, ეს პატარა რიცხვი არ არის - ექსპერტი

BM.GE