მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტთან დაახლოება" | EU-ის გაფართოების ანგარიში
"საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტთან დაახლოება" | EU-ის გაფართოების ანგარიში

"საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტთან დაახლოება" | EU-ის გაფართოების ანგარიში

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 18:23|bm.ge

"საქართველოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტთან დაახლოება", - ამის შესახებ ევროკავშირის 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში წერია.

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ "ანბანდლინგის" და ბაზრის გახსნის შესახებ დებულებები ნაწილობრივ განხორციელდა, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 2024 წელს შეტანილი ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორის სეპარირებისთვის, საჭიროებს კანონქვემდებარე აქტებით (მეორეული კანონმდებლობით) გამყარებას. 2026 წელს შემდგომი პროგრესი დაფიქსირდა იმით, რომ ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორმა სავაჭრო კომპანიაში თავისი წილების გასხვისება დაასრულა.

ამას გარდა, ელექტროენერგიის სექტორში საცალო ბაზარი ჯერ კიდევ არ არის სრულად დაახლოებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ელექტროენერგიის წარმოება ძირითადად კვლავ რეგულირებადია, თუმცა მცირე პროგრესი დაფიქსირდა 2026 წლის მაისში, როცა დერეგულირება შეეხო იმ ჰიდროელექტროსადგურებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტომდე შევიდა ექსპლუატაციაში და რომელთა დადგმული სიმძლავრეც 90 მგვტ-ს არ აღემატება. 2027 წლამდე დაგეგმილია 120 მგვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების ეტაპობრივი დერეგულირებაც.

რაც შეეხება ენერგოეფექტურობას, გაფართოების ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ენერგოეფექტურობის მიმართულებით, მათ შორის შენობების ენერგოეფექტურობის კუთხით, პროგრესი არ დაფიქსირებულა. საქართველომ უნდა მიიღოს შენობების რენოვაციის გრძელვადიანი ეროვნული გეგმა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების [ანბანდლინგი] ვალდებულება, რომელიც ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის 2009 წლის 13 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/72/EC დირექტივას ეფუძნება, ერთმანეთისგან ელექტროენერგიის გადაცემა/განაწილებისა და წარმოება/მიწოდება/ვაჭრობის განმახორციელებელი საწარმოების განცალკევების ვალდებულებას აწესებს. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა მისი მმართველობის სფეროში არსებული ენერგეტიკული საწარმოების მართვის უფლებების ამ კანონის შესაბამისად გადანაწილება. მოთხოვნა ასეთი იყო: ეროვნული ქონების მართვის სააგენტოს გადაეცემა გენერაციის ობიექტების მართვის უფლება, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო კვლავ განახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის აქციონერის უფლებამოსილებას, ამგვარად, განცალკევდება ელექტროენერგიის გენერაციისა და გადაცემის აქტივობები და შესაბამისად, შესრულდება Unbundling- ის მოთხოვნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანგარიში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • „ანგარიში ტენდენციურია, თუმცა დიალოგისთვის მზად ვართ“ – „ოცნების“ საგარეო უწყებაფორმულა
  • ის ევრობიუროკრატები, რომლებიც 2024 არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ მათი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არ მოეწონათ ეს ანგარიში და დაიწყეს გაშავების კამპანია, ჩვენი დასაცავი გახდა ეს ორგანიზაცია - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • გამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში, რომელიც "ოცნების" ლიდერების მოსაწონებლად შეიქმნა - კვლევატვ პირველი
  • სახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩებანეტგაზეთი
ანგარიში →

მსგავსი სტატიები

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

BM.GE

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

BM.GE