მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სისტემა მნიშვნელოვნად განვითარდა | ფინანსთა მინისტრი
საქართველოში ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სისტემა მნიშვნელოვნად განვითარდა | ფინანსთა მინისტრი

საქართველოში ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სისტემა მნიშვნელოვნად განვითარდა | ფინანსთა მინისტრი

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 15:29|bm.ge

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილის შეფასებით, საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა - ამის შესახებ მან ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა აღნიშნული სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია სანდო და ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის.

„ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები გახდა ჩვენი პროფესიული გარემოს მნიშვნელოვანი საფუძველი. შეიქმნა ანგარიშგების უნიკალური საჯარო სისტემა (Reportal.ge), განვითარდა ზედამხედველობის მექანიზმები და თანდათან გაიზარდა, როგორც ბიზნესის, ისე პროფესიული სექტორის ჩართულობა. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საბუღალტრო და აუდიტორული სექტორის ჩართულობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სფეროში SARAS-ის მანდატის გაფართოება და ზედამხედველობის გაძლიერება, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სანდოობის დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა, მათ შორის, მსოფლიო ბანკმა და სხვა პარტნიორებმა.

ლაშა ხუციშვილმა სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა ათი წლის განმავლობაში სისტემის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ბიზნესისა და პროფესიული ორგანიზაციების როლს რეფორმის ხელშეწყობის პროცესში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 172 სტატია.

  • ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდარუსთავი 2
  • კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთთან სპეცწარმომადგენლად დანიშნაფორმულა
  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საპრივატიზაციო სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ფორმებს კომისია შეისწავლის

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საპრივატიზაციო სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ფორმებს კომისია შეისწავლის

BM.GE

შავი ზღვა კომერციული გემებისთვის მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ მარშრუტად იქცა - Financial Times

შავი ზღვა კომერციული გემებისთვის მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ მარშრუტად იქცა - Financial Times

BM.GE

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

BM.GE

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

BM.GE