მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასამართლომ კახა კოტორაშვილი $665 მლნ-ის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ კახა კოტორაშვილი $665 მლნ-ის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ კახა კოტორაშვილი $665 მლნ-ის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა

BM.GE12 ივნისი, 2026, 21:53|bm.ge

ვალუტის ჯიხურის მეპატრონე, კახა კოტორაშვილი, რომელიც 665 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებაში იყო ბრალდებული, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს ბრალდებულის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ დაუდასტურა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"საპროცესო შეთანხმება ვცადეთ, თუმცა ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

ბრალდებული კახა კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებდა. მისთვის პატიმრობის შეფარდებისას, ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ გამოძიება ერთ წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ კითხვები ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში გაჩნდა, კახა კოტორაშვილს გაქცევა არ უცდია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ $700 მილიონის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის კომპანიები სებმა მხოლოდ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ₾210 000-ით დააჯარიმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების, "ქურდული სამყაროს" წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით პატიმრობა მიესაჯათრუსთავი 2
  • მოქალაქეს, რომელმაც 246 857 ლარის ოქრო უკანონოდ შემოიტანა, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
  • „შეურაცხმყოფელი ბანერისთვის“ დაკავებულ აქტივისტს, ია მელითაურს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა - მას პატიმრობა ემუქრებაიმედი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE