მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავი კიდევ გაძვირდა | რა ღირს ბენზინი-დიზელი გასამართ სადგურებზე?
საწვავი კიდევ გაძვირდა | რა ღირს ბენზინი-დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ გაძვირდა | რა ღირს ბენზინი-დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 17:48|bm.ge

საქართველოში საწვავი გაძვირებას განაგრძობს. დღეს, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასები ზრდის მიმართულებით დაკორექტირდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავი 2-დან 14 თეთრამდეა გაძვირებული.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში საწვავი 3 სექტემბერს კიდევ გაძვირდა. ყველა ტიპის ბენზინი და დიზელის ფასმა 6 თეთრით მოიმატა. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

• G-Force სუპერი - ₾4.35; ზრდა - 6 თეთრი; • G-Force პრემიუმი - ₾3.93; ზრდა - 6 თეთრი; • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.75; ზრდა - 6 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.75; ზრდა - 6 თეთრი; • G-Force ევრო დიზელი - ₾4.53, ზრდა - 6 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.43, ზრდა - 6 თეთრი;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი სექტემბრის პირველ დღეებში უკვე მეორედ დაკორექტირდა. პირველად 1-ელ სექტემბერს, მეორედ კი დღეს - 3 სექტემბერს შეიცვალა.

დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

• A1 სუპერი 100 - ₾4.39, ზრდა - 4 თეთრი; • ეკო სუპერი - ₾4.29; ზრდა - 3 თეთრი; • ეკო პრემიუმი - ₾3.88; ზრდა - 3 თეთრი; • ეკო დიზელი - ₾4.52, ზრდა - 5 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.49, ზრდა - 5 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.71; ზრდა - 3 თეთრი; • დიზელ ენერჯი - ₾4.45, ზრდა - 8 თეთრი;

Connect-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლოს 29 აგვისტოს შეიცვალა და დიზელი 10 თეთრით გაძვირდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

• სუპერი - ₾3.90; • პრემიუმი - ₾3.75; • რეგულარი - ₾3.60; • ევრო დიზელი - ₾3.35, ზრდა - 10 თეთრი; • დიზელი - ₾4.29=0, ზრდა - 10 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი 27 აგვისტოს დაკორექტირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

• ნანო სუპერი - ₾4.26, ზრდა - 2 თეთრი; • ნანო პრემიუმი - ₾3.84, ზრდა - 4 თეთრი; • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.67, ზრდა - 4 თეთრი; • ევრო 5 დიზელი - ₾4.34; ზრდა - 14 თეთრი; • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.44; ზრდა - 14 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

• Efix სუპერი - ₾4.30; • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.88; • ევრო რეგულარი - ₾3.68; • Efix ევრო დიზელი - ₾4.51; • ევრო დიზელი - ₾4.44;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

• Super ecto – ₾4.27; • Premium Avangard - ₾3.86; • Euro Regular - ₾3.70; • Euro Diesel - ₾4.45;

ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში სექტემბერში საწვავის მოხმარების ზრდასა და კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ. მათ მოლოდინს იზიარებენ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობიმპორტიორი და გასამართი სადგურების ბრენდის მფლობელ კომპანია "ვისოლში". მისი გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა განმარტავს, რომ საწვავზე დღეს მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება კომპანიას უფრო ძვირად უწევს, ამიტომ დღეს არსებული ფასი საბოლოო არ არის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაფორმულა
  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

BM.GE

თუ დროულად დავახვედრებთ კარგ პროდუქტს, შესაძლებელია, ინვესტორები საქართველოში გადმოპორტირდნენ - ლევან დიასამიძე

თუ დროულად დავახვედრებთ კარგ პროდუქტს, შესაძლებელია, ინვესტორები საქართველოში გადმოპორტირდნენ - ლევან დიასამიძე

BM.GE

როგორ გეგმავს IMPT საქართველოს მასპინძლობის სექტორის მოდერნიზაციას და RWA ტოკენიზაციის დანერგვას - ექსკლუზივი

როგორ გეგმავს IMPT საქართველოს მასპინძლობის სექტორის მოდერნიზაციას და RWA ტოკენიზაციის დანერგვას - ექსკლუზივი

BM.GE

"ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზი

"ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზი

BM.GE