მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავის მზარდი ფასების ფონზე, მომხმარებლები ელექტრომანქანებს ირჩევენ - E-Motros
საწვავის მზარდი ფასების ფონზე, მომხმარებლები ელექტრომანქანებს ირჩევენ - E-Motros

საწვავის მზარდი ფასების ფონზე, მომხმარებლები ელექტრომანქანებს ირჩევენ - E-Motros

BM.GE12 ივლისი, 2026, 21:57|bm.ge

საქართველოში ელექტრომობილებსა და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება - ამის შესახებ BMG-სთან E-Motors-ის გაყიდვების მენეჯერი ზურა ფატემი საუბრობს.

მისი თქმით, ელექტრომანქანების პოპულარობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ეკონომიურობა - საწვავის მზარდი ფასების ფონზე, მომხმარებლები ხარჯების დაზოგვას ცდილობენ.

„მოთხოვნის ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის - საწვავი. ელექტრომანქანა ძალიან ეკონომიურია - ადამიანმა საწვავის თანხა რომ დაზოგოს და ელექტრომანქანაზე გადავიდეს, ბევრად უფრო მოგებიანია. პირობითად, რატომ უნდა მოვიხმაროთ საწვავი, როცა არის იმის საშუალება, რომ ელექტრომანქანით ვიაროთ ეკონომიურადაც და კომფორტულადაც.

ასევე, საქართველოს მასშტაბით, მეტი სადგურები დამონტაჟდა და უკვე ძალიან ხელმისაწვდომია მანქანის დატენვა. ეს ამარტივებს ელექტრომანქანის მოხმარებას“ - განმარტავენ E-Motors-ში.

გარდა ამისა, კომპანიის გაყიდვების მენეჯერის განმარტებით, საქართველოში ელექტროდამტენი სადგურების ქსელი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რაც შორ მანძილზე მგზავრობას ხელმისაწვდომს ხდის.

„თანამედროვე ელექტრომანქანებს ძალიან დიდი კილომეტრაჟის დაფარვა შეუძლიათ, რაც არ საჭიროებს პირობითად, თბილისიდან ბათუმამდე მანქანის დატენვას.

ფასებშიც დიდი არჩევანია - მაგალითად, შეიძლება, ელექტრომანქანის ფასი იწყებოდეს 25,000 დოლარიდან და 60-70 ათას დოლარამდე ადიოდეს. გააჩნია, მანქანის ტიპს“ - ამბობს ზურა ფატემი.

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. წელს, იანვარი-მაისის პერიოდში ქვეყანაში 4 689 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 69 მლნ დოლარს გადააჭარბა.

ზრდა თვალსაჩინოა წლიურ ჭრილშიც - ჯამში, გასულ წელს ჯამში, იმპორტის ღირებულებამ 136 ნახევარი მლნ დოლარი შეადგინა, 2024 წელს 102 მლნ დოლარი, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 56 მლნ დოლარი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულება ისევ არაა საჯარო|რა პასუხი აქვთ მთავრობაში?

ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულება ისევ არაა საჯარო|რა პასუხი აქვთ მთავრობაში?

BM.GE

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პარამეტრები შემცირდება - ნებართვა გაიცა

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პარამეტრები შემცირდება - ნებართვა გაიცა

BM.GE

SpaceX-მა ახალი $100-მილიარდიანი კოსმოდრომის აშენება გადაწყვიტა

SpaceX-მა ახალი $100-მილიარდიანი კოსმოდრომის აშენება გადაწყვიტა

BM.GE

რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?

რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?

BM.GE