მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სავალუტო ფონდი უკრაინისთვის $690 მილიონს გამოყოფს
სავალუტო ფონდი უკრაინისთვის $690 მილიონს გამოყოფს

სავალუტო ფონდი უკრაინისთვის $690 მილიონს გამოყოფს

BM.GE21 ივლისი, 2026, 18:14|bm.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის დაფინანსების პროგრამის მორიგი გადახედვა დაასრულა და ქვეყნისთვის $690 მილიონის ოდენობის ტრანშის დაუყოვნებლივ გამოყოფა დაამტკიცა. როგორც ირკვევა, ორგანიზაციამ გადაწყვეტილება ეკონომიკური შეფასების საფუძველზე მიიღო.

IMF-ის განცხადებით, რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმებისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის უარყოფითი ეფექტების მიუხედავად, უკრაინამ მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ რეფორმების განხორციელების პროცესი შეფერხდა და რამდენიმე სტრუქტურული პირობა დაგვიანებით შესრულდა მარტის ბოლოსთვის დასახული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმის მიღწევა მაინც მოხერხდა.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, უკრაინისთვის უახლოეს პერიოდში პრიორიტეტად მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება უნდა დარჩეს. მან ხელისუფლებას გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარებისკენ, ასევე ფინანსური სექტორის მდგრადობის დაცვისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ომში მყოფი ქვეყანა IMF-ის $8.1-მილიარდიანი დახმარების პროგრამით სარგებლობს. ბოლო ტრანშის გამოყოფის შემდეგ უკრაინის მიერ ამ ფონდის თანხების ათვისების მაჩვენებელი $2.2 მილიარდამდე გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტშიიმედი
  • უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ორი მსხვილი ქარხანა გაჩერდაფორმულა
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს ურანის 20%-მდე გამდიდრების უფლება მიეცემა

BM.GE

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

საქართველო-გერმანიის და EU-სთან ურთიერთობები... | მაკა ბოჭორიშვილი გერმინიის ელჩს შეხვდა

BM.GE

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

ნორვეგიის უდიდესი სუვერენული ფონდი პორტფელში აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილს მკვეთრად შეამცირებს

BM.GE

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

PASHA Real Estate და Marriot International თბილისსა და ბაქოში სასტუმროების გახსნას გეგმავენ

BM.GE