მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე
სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე

სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე

BM.GE5 აგვისტო, 2026, 19:06|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის სწორმა და წარმატებულმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომამ ისტორიულ მაქსიმუმს 7.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ერთ წელში 52%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი. გასულ თვეში ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. წლიურ ჭრილში ჩვენი სავალუტო რეზერვები გაიზარდა 52%-ით. ეს არის ეკონომიკური წარმატებისა და ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის საქმიანობამ ასევე ხელი შეუწყო ლარის კურსის გამყარებას ბოლო პერიოდში.

"მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს მათი ძალისხმევისა და საქმიანობისთვის. ასევე მათი საქმიანობის შედეგია ის, რომ ლარის კურსი გამყარდა გასულ თვეებში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთლიანობაში ეს ტენდენციები შევინარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 116 მილიონი დოლარით გაიზარდა და 7.12 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შემადგენლობაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.2%-ს შეადგენს.

რეზერვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციებით. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის საშუალებით ჯამურად 2.08 მილიარდი დოლარის მოცულობის სავალუტო შესყიდვები განახორციელა.

კერძოდ, 2026 წლის განმავლობაში სებ-ის სავალუტო ინტერვენციები შემდეგნაირად გამოიყურება: იანვარში განხორციელდა 86.6 მილიონი დოლარის წმინდა შესყიდვა, თებერვალში - 429.3 მილიონი დოლარის, მარტში კი 16.2 მილიონი დოლარის წმინდა გაყიდვა. აპრილში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 333.3 მილიონი დოლარი შეადგინა, მაისში - 632.9 მილიონი დოლარი, ხოლო ივნისში - 612.6 მილიონი დოლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკაიმედი
  • კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნებარუსთავი 2
  • "ისე არ მოხდეს ჩვენ აკრძალვამდე, კობახიძე აკრძალოს ივანიშვილმა" - თენგო თევზაძეტვ პირველი
კობახიძე →ბანკის →

მსგავსი სტატიები

მარიჯანის დაზარალებული 433 ოჯახი ეკატერინე ხვედელიძეს მიმართავს - ღია წერილი

მარიჯანის დაზარალებული 433 ოჯახი ეკატერინე ხვედელიძეს მიმართავს - ღია წერილი

BM.GE

საქართველოს დერეფანს ასეთი დატვირთვა არასდროს ჰქონია - Gianti Logistics

საქართველოს დერეფანს ასეთი დატვირთვა არასდროს ჰქონია - Gianti Logistics

BM.GE

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

BM.GE

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

BM.GE