მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საზღვაო დაკავშირებადობის ინდექსით საქართველოს 111 - ე საფეხურზე პოზიციონირება, საზღვაო ამბიციების მქონე ქვეყნის შესაძლებლობას სრულად ვერ ასახავს - TCRC
საზღვაო დაკავშირებადობის ინდექსით საქართველოს 111 - ე საფეხურზე პოზიციონირება, საზღვაო ამბიციების მქონე ქვეყნის შესაძლებლობას სრულად ვერ ასახავს - TCRC

საზღვაო დაკავშირებადობის ინდექსით საქართველოს 111 - ე საფეხურზე პოზიციონირება, საზღვაო ამბიციების მქონე ქვეყნის შესაძლებლობას სრულად ვერ ასახავს - TCRC

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 14:12|bm.ge

გლობალურ ბაზრებთან საზღვაო დაკავშირებადობის ინდექსით საქართველოს 111 - ე საფეხურზე პოზიციონირება, საზღვაო ამბიციების მქონე ქვეყნის შესაძლებლობას სრულად ვერ ასახავს - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ.

ორგანიზაცია დღეს, 7 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნასთან დაკავშირებით, საზღვაო დაკავშირებადობის ინდექსის მიხედვით საქართველოს პოზიციონირების და მისი შესაძლებლობის გაუმჯობესების ვრცელ ანალიტიკას აკეთებს.

მათი ინფორმაციით, გაეროს მონაცემებით, საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 111-ე ადგილს იკავებს.

"დაკავშირებადობის ინდექსის მიხედვით საქართველოს 111-ე საფეხურზე პოზიციონირება დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერ ჩაითვლება" - წერია TCRC-ის ანალიზში და დასძენენ, რომ შუა დერეფანში საქართველოს სტრატეგიული როლის წარმოსაჩენად, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები ამა თუ იმ საერთაშორისო ფორუმებზე ხშირად საქართველოს მსოფლიო გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებადობაზე და მის პოზიციონირებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

რას ნიშნავს დაკავშირებადობა? არსებობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რაიმე სახის დაკავშირებადობის გაზომვის ინდექსი და თუ არსებობს, როგორ პოზიციონირებს საქართველო დაკავშირებადობის კომპონენტით მსოფლიო გლობალურ განზომილებებში? - სვამენ კითხვას სატრანსპორტო კვლევის ცენტრში დარგის ანალიზის წარმოდგენისას და განმარტავენ, რომ სატრანსპორტო სფეროში ქვეყნის მსოფლიო გლობალურ სივრცეში დაკავშირებადობის გაზომვის ერთადერთი ინდექსი არსებობს, რომელიც United Nations Conference on Trade and Development (UNCTAD)-ის მიერაა შემუშავებული და Liner Shipping Connectivity Index (LSCI) ინდექსის სახელითაა ცნობილი.

"ინდექსი საზღვაო სფეროს მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რომლითაც ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ქსელებში ინტეგრირების დონე და მისი ნავსადგურების გლობალურ საკონტეინერო გადაზიდვებში დაკავშირებადობის ადგილი", - განმარტავენ TCRC-ში.

წყარო: https://unctadstat.unctad.org/datacentre/dataviewer/US.LSCI

მათივე განმარტებით: Liner Shipping Connectivity Index (LSCI) ინდექსი ქვეყნის საერთაშორისო საზღვაო საკონტეინერო ქსელებში ჩართულობას ასახავს. ინდექსი ეფუძნება რამდენიმე ძირითად კომპონენტს:

• ქვეყნის ნავსადგურებში საკონტეინერო გემების მოძრაობის რეგულარულობას; • ქვეყნის ნავსადგურებში შემავალი უდიდესი საკონტეინერო გემის პარამეტრებს; • გლობალურ საკონტეინერო ქსელებთან პირდაპირი კავშირების რაოდენობას.

"ნებისმიერი ქვეყნისთვის LSCI ინდექსის მაღალ პოზიციონირებას განსაზღვრავს გლობალურ ვაჭრობაში საკონტეინერო ხაზებთან პირდაპირი კავშირები და დაბალი ტრანსპორტირების ხარჯები.

LSCI ინდექსი ქვეყნების საზღვაო ლოგისტიკური ეფექტიანობის შეფასებისთვის და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების განსაზღვრისთვის გამოიყენება.

გაეროს მონაცემებით საქართველოს დაკავშირებადობის ინდექსის მეორე ასეულში პოზიციონირება დაკავშირებულია ქვეყნის ნავსადგურებში საკონტეინერო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ გამტარუნარიანობასთან ერთად დიდი მოცულობის კონტეინერმზიდების მიღების სირთულეზე და პირდაპირი საკონტეინერო ხაზების სიმცირეზე.

საქართველოს 111-ე საფეხურზე პოზიციონირება ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებასთან – უმთავრესი პრობლემა არა ტვირთის ნაკლებობასთან ერთად, საზღვაო დაკავშირებადობის აუცილებელი სერვისების დონის ჩამორჩენილობაა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სადღეისოდ ნავსადგურების დაკავშირებადობის კუთხით 111-ე საფეხურზე პოზიციონირება ნიშნავს, რომ ქვეყანამ უკვე ამოწურა არსებული ნავსადგურების ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის შესაძლებლობები და შემდგომი განვითარება ნავსადგურების გაფართოებაზე და ახალი სერვისების დანერგვაზეა დამოკიდებული", - ნათქვამია TCRC-ის ანალიზში.

ორგანიზაციაში ინდექსის გაუმჯობესებისთვის ქვეყნის ნავსადგურებში წლიური საკონტეინერო ნაკადის ზრის აუცილებლობასა და ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ.

"LSCI ინდექსის რადიკალურად გაუმჯობესებისათვის ქვეყნისთვის აუცილებელია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის არსებობა, რომელიც საშუალებას მისცემს გლობალური საკონტეინერო ხაზების კუთვნილი დიდი ტევადობის კონტეინერმზიდი (Post-Panamax) ტიპის გემების შუალედურ ნავსადგურებში გადატვირთვის გარეშე მიღება-დამუშავებას.

მხოლოდ ანაკლიის ნავსადგურის ამოქმედების პირობებში საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს ტრანზიტული ჰაბი შუა დერეფანში და სრულად ინტეგრირდეს გლობალურ ლოგისტიკურ საკონტეინერო ქსელებში.

Liner Shipping Connectivity Index (LSCI)-ის პოზიციონირების გაუმჯობესებისთვის აუცილებელი იქნება ქვეყნის ნავსადგურებში არსებული საკონტეინერო ნაკადის წლიური 0.8 მლნ TEU-დან 1.5 – 2.0 მლნ TEU-მდე ზრდა", - აცხადებენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა და რა შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი ახალი პორტი - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნორუსთავი 2
  • თამარ იოსელიანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე: საქართველოს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს ხედვა თუ როგორ ფიქრობს, განავითაროს სატრანსპორტო სექტორიიმედი
  • „გვინდა, ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთს აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს“ - ზელენსკიტვ პირველი
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

BM.GE

5 წელიწადში საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტი 117%-ით გაიზარდა|საიდან შემოგვაქვს?

5 წელიწადში საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტი 117%-ით გაიზარდა|საიდან შემოგვაქვს?

BM.GE

საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ $8.1 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ $8.1 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

BM.GE

კანგაცლილი ნუშის ექსპორტი 43%-ით შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ?

კანგაცლილი ნუშის ექსპორტი 43%-ით შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ?

BM.GE