
სექტორები, სადაც 2025 წელს მსხვილი რეინვესტიცია განხორციელდა|ლიდერია საფინანსო სექტორი
2025 წელს, საქართველოში შემოსული 1.9 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 84% ანუ $1.6 მილიარდი რეინვესტიცია იყო.
რეინვესტიცია ინვესტირებიდან მიღებული შემოსავლის ხელმეორედ ინვესტირებაა. კერძოდ, რეინვესტიცია უცხოური ინვესტორის მიერ ადგილობრივ შვილობილ კომპანიაში მიღებული მოგების ის ნაწილია, რომელიც ქვეყნიდან არ გადის დივიდენდის სახით, არამედ რჩება და კვლავ იდება ამავე საწარმოში, ითვლება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად რეინვესტირების ფორმით.
როგორც BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი რეინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში განხორციელდა - $682 მლნ. მეორე პოზიციაზეა საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი, სადაც 239,5 მილიონი დოლარის რეინვესტირება მოხდა. მესამე ადგილზე კი ტრანსპორტი და დასაწყობებაა - $147 მილიონის რეინვესტირებით.
ძირითადი სექტორები, სადაც განხორციელდა მსხვილი რეინვესტიცია 2025 წელს
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები $682,038.3 საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი $239,453.7 ტრანსპორტი და დასაწყობება $146,948.3 ხელოვნება, გართობა და დასვენება $137,277.5 ინფორმაცია და კომუნიკაცია $95,879.4 დამამუშავებელი მრეწველობა $93,063.1 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები $89,633.5 პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები $40,712.6 ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება $36,898.1 განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები $20,112.8 დანარჩენი სექტორები -14,472.0
რაც შეეხება უშუალოდ იმ კომპანიებს, სადაც ყველაზე მეტი რეინვესტიცია განხორციელდა, საქსტატში განგვიმარტეს, რომ კომპონენტების მიხედვით საწარმოების სიის გაცემა, კონფიდენციალურია. რეინვესტიცია კი FDI-ის ერთ-ერთი კომპონენტია.
ცნობისთვის: 2026 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში FDI 21%-ით შემცირდა - 750 მილიონ დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ ორი კვარტალია, რაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები მცირდება. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოურიინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის II კვარტალში 468.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, კლება ძირითადად, განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.
BM.GE
წყარო: bm.ge