მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შარშან დენის ტრანზიტი 2024 წელთან შედარებით 19%-ით, 2023 წელთან კი 4-ჯერ შემცირდა
შარშან დენის ტრანზიტი 2024 წელთან შედარებით 19%-ით, 2023 წელთან კი 4-ჯერ შემცირდა

შარშან დენის ტრანზიტი 2024 წელთან შედარებით 19%-ით, 2023 წელთან კი 4-ჯერ შემცირდა

BM.GE7 ივნისი, 2026, 13:50|bm.ge

სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ელექტროენერგიის ტრანზიტი 2024 წელთან შედარებით 19%-ით, 2023 წელთან შედარებით კი 4-ჯერ შემცირდა.

კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ 2025 წელს განხორციელდა 870 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი, რაც 2024 წლის რაოდენობასთან შედარებით 19%-ით, ხოლო 2023 წლის რაოდენობასთანშედარებით 4-ჯერ ნაკლებია.

ამ 870 მლნ კვტ.სთ-დან 646 მლნ კვტ.სთ-ის ტრანზიტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 36%-ით ნაკლებია, 179 მლნ კვტ.სთ-ის - რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 200%-ით მეტია, ხოლო 45 მლნ კვტ.სთ-ის - სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით ტრანზიტი არ განხორციელებულა.

ბოლო ხუთ წელში დენის ტრანზიტი:

• 2025 წელი - 870 მლნ კვტ.სთ; • 2024 წელი - 1 074 მლნ კვტ.სთ; • 2023 წელი - 3 444 მლნ კვტ.სთ; • 2022 წელი - 3 160 მლნ კვტ.სთ; • 2021 წელი - 1 184 მლნ კვტ.სთ;

ტრანზიტის რეკორდული მოცულობა თურქეთში ელექტროენერგიაზე გაზრდილ ფასს უკავშირდებოდა, თუმცა 2024 წლიდან ფასი დასტაბილურდა და შესაბამისად იკლო ტრანზიტის მოცულობამაც. საქართველოს გადამცემ ხაზებს დენის თურქეთში ექსპორტისთვის ძირითადად თურქეთი იყენებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU-ს დაფინანსებით,ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბანში ახალი ავტომატური სადგური დაემატა

EU-ს დაფინანსებით,ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბანში ახალი ავტომატური სადგური დაემატა

BM.GE

„ერთად ვიზეიმოთ ბავშვების გამარჯვება“ - დღეს 18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან კანცელარიამდე „დიუშენის მარში“ გაიმართება

„ერთად ვიზეიმოთ ბავშვების გამარჯვება“ - დღეს 18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან კანცელარიამდე „დიუშენის მარში“ გაიმართება

BM.GE

Li Ning სტეფ კარის ფეხსაცმელების ახალი პარტნიორია

Li Ning სტეფ კარის ფეხსაცმელების ახალი პარტნიორია

BM.GE

გორში პოლიციის დეტექტივი გარდაცვლილი იპოვეს - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გორში პოლიციის დეტექტივი გარდაცვლილი იპოვეს - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

BM.GE