მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შავ ზღვაში ორ ნავთობტანკერზე თავდასხმის გამო, CPC-ის ტერმინალზე მუშაობა შეჩერდა
შავ ზღვაში ორ ნავთობტანკერზე თავდასხმის გამო, CPC-ის ტერმინალზე მუშაობა შეჩერდა

შავ ზღვაში ორ ნავთობტანკერზე თავდასხმის გამო, CPC-ის ტერმინალზე მუშაობა შეჩერდა

BM.GE19 ივლისი, 2026, 22:17|bm.ge

რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარე კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალზე ორ ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა. კონსორციუმის განცხადებით, ინციდენტის გამო ნავთობის ჩატვირთვის პროცესი დროებით შეჩერებულია.

უწყების ცნობით, თავდასხმა ტანკერებზე ASIA-სა და NISSOS IOS-ზე მაშინ განხორციელდა, როდესაც ნავთობის ჩატვირთვა მიმდინარეობდა. ტანკერ ASIA-ზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მისი ჩაქრობა მალევე მოხერხდა.

„კონსორციუმის თანამშრომლებსა თუ კონტრაქტორებს შორის დაშავებულები ან დაღუპულები არ არიან. ნავთობის დაღვრა არ მომხდარა“, - აცხადებენ CPC-ში და აღნიშნავენ, რომ ორივე გემმა შეძლო წყალზე გაჩერება.

კონსორციუმს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი მხარეა პასუხისმგებელი მომხდარზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში შავ და აზოვის ზღვებში გემებზე თავდასხმები როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან მკვეთრად გახშირდა.

CPC არის 1 510 კილომეტრის სიგრძის ნავთობსადენი, რომელიც ყაზახეთის კასპიის ზღვის ნავთობის საბადოებს რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკთან აკავშირებს. ნოვოროსიისკში ჩატვირთული ნავთობი ტანკერებით მსოფლიო ბაზარზე გადის. აღნიშნულ მარშრუტზე ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 80% მოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს საქართველოსთან, ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდ. კორეასთან, აზერბაიჯანთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან - შევცოვი

თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს საქართველოსთან, ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდ. კორეასთან, აზერბაიჯანთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან - შევცოვი

BM.GE

10-კაციანი ღონისძიებებიდან საერთაშორისო პროექტებამდე - როგორ იქცა "ჩაიდანი" აჭარის ივენთ-ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად

10-კაციანი ღონისძიებებიდან საერთაშორისო პროექტებამდე - როგორ იქცა "ჩაიდანი" აჭარის ივენთ-ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად

BM.GE

ავიაციის სააგენტომ ახალი საფრენი მოედანი "ამბასადორი კაჭრეთი" დაარეგისტრირა

ავიაციის სააგენტომ ახალი საფრენი მოედანი "ამბასადორი კაჭრეთი" დაარეგისტრირა

BM.GE

"რუსთავქალაქობაზე" წელს ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარის დახარჯვა იგეგმება | რა იგეგმება?

"რუსთავქალაქობაზე" წელს ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარის დახარჯვა იგეგმება | რა იგეგმება?

BM.GE