მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წინასწარი შეფასებით, II ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ ხაზზე არსებული ავარია - ნარმანია
წინასწარი შეფასებით, II ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ ხაზზე არსებული ავარია - ნარმანია

წინასწარი შეფასებით, II ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ ხაზზე არსებული ავარია - ნარმანია

BM.GE4 აგვისტო, 2026, 17:33|bm.ge

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ წინასწარი მოკვლევით 25 ივლისს თითქმის მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა "იმერეთის" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარ ავარიას უკავშირდებოდა. რადგან ობიექტი სახელმწიფო კომპანია "საქრუსენერგოს" საკუთრებაა, შემდეგ სხდომაზე კომისია მათაც მოუსმენს.

"მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაიწყო მეორე სისტემური ავარიის მოკვლევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურად არსებული სისტემის შეფასებას, შესაბამისი ხარვეზების გამოვლენას და მერე უკვე ისეთი ღონისძიებების დაგეგმვას, რომელიც მომავალში, შესაძლო შეფერხებების შემთხვევაში, სისტემის ჩაქრობას აგვარიდებს თავიდან.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ პირველადი ინფორმაციები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან და სხვა მიმწოდებელი პირებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან. თუმცა გარკვეული ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების რეჟიმშია, შესაბამისად, ამ ყველაფრის თავმოყრის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, რომ გავაკეთოთ საბოლოო დასკვნა.

წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. თუ რა გახდა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა ნარმანიამ.

ამას გარდა, სემეკის პირველად შეფასებით, ენგურჰესის აგრეგატების მიერ სიხშირისა და ძაბვის არასწორმა რეგულირებამ შესაძლოა, მთელ ქსელში გამოიწვიოს რყევები, რაც, სავარაუდოდ, ივლისის ავარიების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი გახდა.

"ენგურჰესი, რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დაბალანსება. რომელსაც გააჩნია თავისი დაცვის სისტემები.

წინასწარი ინფორმაციით, დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში იყო ასევე პრობლემა. აქედან გამომდინარე, მოწვეულია ტექნიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომელმაც თავის დროზე დაამონტაჟა ეს ყველაფერი. აღნიშნული ჯგუფი დამატებით ნახავს და შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოგვაწვდიან მაშინ შესაბამის დასკვნებს.

წინასწარი შეფასებით, ადრე მუშაობდა აღნიშნული დაცვის სისტემები, ამ შემთხვევაში არ იმუშავა. სწორედ ამიტომ, რა გახდა ამ ხარვეზის გამომწვევი მიზეზი, სწორედ ამაზეა ის კითხვები, რომელიც ჩვენ დავსვით და უნდა მივიღოთ პასუხები. ამ პასუხების მიღებაში დაგვეხმარება იმ ექსპერტების დასკვნები, რომლებიც სპეციალურად ამისთვის არიან ჩამოსულები.

„საქრუსენერგო“ გახლავთ „იმერეთის“ ხაზის მესაკუთრე და მფლობელი კომპანია, ამიტომაც მომდევნო კომისიის სხდომაზე „საქრუსენერგოდანაც“ ჩვენ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას", - განაცხადა ნარმანიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეს "წინასწარი შედეგები" ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სსე-ს წარმომადგენელი

ეს "წინასწარი შედეგები" ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სსე-ს წარმომადგენელი

BM.GE

მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს - სეს-მა 2 ტონამდე საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა

მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს - სეს-მა 2 ტონამდე საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა

BM.GE

სემეკი ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხზე სუს-თან თანამშრომლობს | დავით ნარმანია

სემეკი ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხზე სუს-თან თანამშრომლობს | დავით ნარმანია

BM.GE

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება რაჭაში?

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება რაჭაში?

BM.GE