მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “შრომითი მიგრაციის” კანონის მიზანი, უპირატესობა ადგილობრივ კადრებს მინიჭებოდა, ნაკლებად სრულდება - GLCC
“შრომითი მიგრაციის” კანონის მიზანი, უპირატესობა ადგილობრივ კადრებს მინიჭებოდა, ნაკლებად სრულდება - GLCC

“შრომითი მიგრაციის” კანონის მიზანი, უპირატესობა ადგილობრივ კადრებს მინიჭებოდა, ნაკლებად სრულდება - GLCC

BM.GE22 ნოემბერი, 2026, 22:50|bm.ge

იურიდიული კომპანია GLCC Law Firm-ში აცხადებენ, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ უპირატესობა ადგილობრივ კადრებს მინიჭებოდა, ნაკლებად სრულდება.

როგორც კომპანიის იურისტმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, კანონის ამოქმედების შემდეგ ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რომ დამსაქმებელს პლატფორმა Wotknet-ის საშუალებით თავდაპირველად ადგილობრივი კადრი უნდა მოეძებნა, თუმცა უკვე მოგვიანებით ეს ვალდებულება გაუქმდა.

ეს კი ენრი აბულაძის შეფასებით იმას ნიშნავს, რომ კანონის თავდაპირველი მიზანი ნაკლებად სრულდება და უცხოელებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება მხოლოდ ბიუროკრატიულ ბარიერად იქცა.

„კანონს ერთ-ერთი მთავარი მოტივი რაც ჰქონდა, იყო ის, რომ უპირატესობა მინიჭებოდა ადგილობრივ დასაქმებულ ძალას, რაც რეალურად პრაქტიკაში მისაღებია, თუმცა, სამწუხაროდ, ივნისში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, Worknet-ი, რომელშიც ჩაიდო შესაბამისი ფინანსები, ძალისხმევა, რომ ამოქმედებულიყო და რომლის მიხედვითაც უნდა შეძლებოდა ადგილობრივ მოსახლეობას კონკურენცია და მხოლოდ მას შემდგომ [დასაქმებულს] უცხოელების დასაქმება, აღნიშნული ინსტიტუტი სრულიად გაუქმდა საქმიანობის უფლების ეტაპზე. რაც ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებლებს ადგილობრივსა და უცხოელ კადრებს შორის ყოველგვარი კონკურენციის გარეშე შეუძლიათ მიმართონ საქმიანობის უფლებაზე.

ანუ ამ ეტაპზე ამ კანონმა მიიღო გარკვეულწილად უფრო ბიუროკრატიული საფეხურის ფუნქცია, სადაც მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ ნებისმიერ უცხოელზე ჩააბარონ განცხადება, არ ენიჭებათ ადგილობრივ მოსახლეობას არც ერთ ეტაპზე პრიორიტეტი დასაქმების კონტექსტში. თუმცა მიუხედავად განაცხადების ჩაბარების შეუზღუდავობისა, მაინც იღებენ [უცხოელები] შემდგომ ბინადრობის ეტაპზე უარს.

ამ კანონმა ერთგვარად მხოლოდ აღრიცხვის ფუნქცია მიიღო, ხოლო დამსაქმებლებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უბრალოდ დამატებითი ხარჯი და გაუგებრობა აღმოჩნდა“, - განაცხადა ენრი აბულაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის/თვითდასაქმებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდა.

ამასთან, საქართველოში დასაქმებული უცხოელებისთვის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გარდამავალი ვადა იწურება. ვინაიდან კანონით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდი 2027 წლის 1 იანვარს გადის. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების პარალელურად, გათვალისწინებული იყო გარდამავალი პერიოდი, საქართველოში დასაქმებული იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2026 წლის 1 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უკვე იყვნენ რეგისტრირებულები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კანონში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხრიდან რომ არ ყოფილიყო ნეგატიური დამოკიდებულება და აქციები არ დაეორგანიზებინათ, მეტ ქვეყანას ექნებოდა მსგავსი კანონი უკვე ევროპაში - ზვიად შალამბერიძე სლოვენიაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებაზერუსთავი 2
  • გამჭვირვალობა: სამცხე ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი კანონს ღიად არღვევსფორმულა
  • ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერატვ პირველი
  • აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზენეტგაზეთი
კანონში →

მსგავსი სტატიები

2026 წელს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ფერწერული ნამუშევრები - TOP-10

2026 წელს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ფერწერული ნამუშევრები - TOP-10

BM.GE

სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის €45-მილიარდიან სესხში მონაწილეობას არ მიიღებს - რობერტ ფიცო

სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის €45-მილიარდიან სესხში მონაწილეობას არ მიიღებს - რობერტ ფიცო

BM.GE

როგორ ინარჩუნებს საკონდიტრო „ბელა“ ფასებს გაძვირებული ნედლეულის ფონზე - მატა შველიძე

როგორ ინარჩუნებს საკონდიტრო „ბელა“ ფასებს გაძვირებული ნედლეულის ფონზე - მატა შველიძე

BM.GE

ტოვებენ თუ არა სტუდენტები უნივერსიტეტებს AI-ს გამო?

ტოვებენ თუ არა სტუდენტები უნივერსიტეტებს AI-ს გამო?

BM.GE