მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს ფეხსაცმელს 2.4 მილიონ ევროდ ტენდერის გარეშე ყიდულობს
შსს ფეხსაცმელს 2.4 მილიონ ევროდ ტენდერის გარეშე ყიდულობს

შსს ფეხსაცმელს 2.4 მილიონ ევროდ ტენდერის გარეშე ყიდულობს

BM.GE12 მაისი, 2026, 03:30|bm.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასამხედროებული და საპოლიციო დანაყოფებისთვის ზაფხულისა და ზამთრის სეზონის ფეხსაცმლის შესყიდვას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გეგმავს. საუბარია 2 394 530 ევროს (დღგ-ს გარეშე) ღირებულების შესყიდვაზე.

სამინისტრო გადაწყვეტილებას რამდენიმე გარემოებით ასაბუთებს:

• დროის სიმცირე: უწყების განმარტებით, ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში პროცედურები (ნიმუშების წარდგენა, ექსპერტიზა, სერტიფიკატები) შესაძლოა 7-დან 10 თვემდე გაგრძელდეს. • მწარმოებლების რიგი: ბაზრის კვლევით დადგინდა, რომ წამყვან მწარმოებლებთან შეკვეთის გაფორმება წინასწარ არის საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში წლის ბოლომდე მოწოდება ვერ მოხერხდება. • სპეციფიკური მოთხოვნები: შსს-ს მტკიცებით, სატენდერო პირობებში ვერ მიეთითება ისეთი „სუბიექტური“ მახასიათებლები, როგორიცაა კომფორტულობა და გამძლეობა, რაც სპეცოპერაციებისა და რთული რელიეფის პირობებში კრიტიკულია.

პატაკის მიხედვით, დაბალი ხარისხის ფეხსაცმელი ზრდის პირადი შემადგენლობის ტრავმირების რისკს, არის მოუქნელი დევნა-დაკავების დროს და მალე გამოდის მწყობრიდან. უწყება ხაზს უსვამს, რომ თანამშრომლებს ხშირად 24-საათიან რეჟიმში, რთულ კლიმატურ პირობებსა და რელიეფზე (მაგალითად, საოკუპაციო ხაზთან პატრულირებისას) უწევთ მუშაობა.

სამინისტრომ უკვე შეარჩია კონკრეტული მოდელი, რომელსაც წლებია იყენებს. საინტერესოა, რომ შერჩეული ფეხსაცმლის არტიკულში მითითებულია აბრევიატურა „GE”, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოდელი უშუალოდ საქართველოს კლიმატურ პირობებსა და შსს-ს მოთხოვნებზეა მორგებული.

პროექტის თანახმად, შესყიდვა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უნდა დაფინანსდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გარეშე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • როდესაც ბოიკოტი ხდება უკვე სისტემური, როდესაც 3-4 არჩევნები სისტემურად ხდება არჩევნების შედეგების არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე უარყოფა, ეს არის პერმანენტული საფრთხე - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • TI: ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებსტვ პირველი
  • ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეაფორმულა
  • The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოსიმედი
გარეშე →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE