მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შუამავალი კომპანიების "ჩახსნა" ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახება - კობახიძე
შუამავალი კომპანიების "ჩახსნა" ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახება - კობახიძე

შუამავალი კომპანიების "ჩახსნა" ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახება - კობახიძე

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 21:32|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე და უფრო იაფად შესყიდვა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ჩართულობით მოხერხდა. პრემიერის თქმით, წინა ფასთან შედარებით ქვეყანა 0.2 დოლარცენტით ნაკლებს იხდის, რაც წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარის დანაზოგს იძლევა და შესაძლოა, სამომავლოდ ტარიფის შემცირების საფუძველიც გახდეს.

პრემიერმა განმარტა, რომ აზერბაიჯანის გარდა, დენის შესყიდვა სხვა ქვეყნებიდანაც შუამავლის გარეშე, შვილობილი/პარტნიორი კომპანიების მეშვეობით ხდება.

საქმე ის არის, რომ ირაკლი კობახიძის 7 ოქტომბრის განცხადებით, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან შუამავალი კომპანიების გარეშე განახორციელებს, რაც სახელმწიფოს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს დაუზოგავს.

"ჯამური თანხა რამდენად შემიძლია ვთქვა, არ ვიცი. შეიძლება, ეს კომერციული საიდუმლოებაა. რეალურად, შემიძლია გითხრათ, რომ წინა ფასთან შედარებით 0.2 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ელექტროენერგიაში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

ჩვენ დაგვხვდა ეს მოცემულობა და ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა. მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს [გარდა აზერბაიჯანისა], ჩვენ შუამავლის საშუალებით არ ვყიდულობთ დენს. არის შვილობილი კომპანიები, რაც იგივეა, რაც პარტნიორი და არა შუამავალი კომპანია.

საუბარია წელიწადში რამდენიმე მილიონ ლარზე და ეს, რა თქმა უნდა, ტარიფზე აისახება. ზოგადად, რაც გვექნება დანაზოგი, მთლიანად მოხმარდება პირობების გაუმჯობესებას, სისტემის გაჯანსაღებას, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების გაძლიერებას და ტარიფზეც, ბუნებრივია, აისახება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"საქმის კურსის" დამაზუსტებელ კითხვაზე, ექნება თუ არა ამ ყველაფრიდან გამომდინარე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შესაძლებლობა, რომ ტარიფების გადახედვისას ელექტროენერგიის ფასი შეამციროს, კობახიძემ უპასუხა:

"შევხედოთ, როცა ამის დრო დადგება, შეიძლება, ეს ფაქტორი გახდეს საფუძველი ფასების გადახედვის".

სემეკის ენერგობალანსის სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან 164 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა; 2025 წელს 417 მილიონი კილოვატ საათი; 2024 წელს 186 მილიონი კილოვატ საათი; 2023 წელს კი 3.3 მლნ კილოვატ საათი. თუმცა, იმპორტის სტატისტიკაში მითითებულია რომ იმპორტი განხორციელებული იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო კომერციული ოპერატორი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში ბოლოს 2021 წელს იყო მითითებული - შპს "თბილისის საინვესტიციო ჯგუფი".

ესკოს მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის შუამავალი კომპანია აზერბაიჯანიდან არის შპს თბილისის საინვესტიციო ჯგუფი; რუსეთიდან შპს ლუქს ენერჯი; სომხეთიდან კი შპს თრეიდინგ სოლოუშენსი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 209 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასირუსთავი 2
  • კობახიძე რუსულ ემბარგოზე: იმედი გვაქვს გადაწყვეტილება შეიცვლებაფორმულა
  • არავითარი კომუნიკაცია არ არსებობს ივანიშვილს და ნანა ყეინიშვილს შორის - კობახიძეტვ პირველი
  • ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად – კობახიძე დავითაძის საქმის გამოძიებაზენეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

BM.GE

საქართველოში მნიშვნელოვანი უკუსვლაა, თუმცა არსებობს EU-ს ინტერესი, რომ მუშაობა დაკავშირებადობაზე გაგრძელდეს - იოზვიაკი

საქართველოში მნიშვნელოვანი უკუსვლაა, თუმცა არსებობს EU-ს ინტერესი, რომ მუშაობა დაკავშირებადობაზე გაგრძელდეს - იოზვიაკი

BM.GE

კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის - კახა კალაძე

კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის - კახა კალაძე

BM.GE

თურქეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა 1 ნოემბრიდან აიკრძალება

თურქეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა 1 ნოემბრიდან აიკრძალება

BM.GE