მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები იწყება
შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები იწყება

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები იწყება

BM.GE21 ივნისი, 2026, 10:30|bm.ge

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები იწყება. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეხვედრა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ირანის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტა. აშშ-ის სამხედრო ძალები ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სრუტეში საზღვაო მიმოსვლა შეუფერხებლად გრძელდება.

თეირანის განმარტებით, სრუტის ბლოკირება იყო პასუხი ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებულ მომაკვდინებელ დარტყმებზე. ირანული მხარის თქმით, ისრაელის ეს ქმედება არღვევს ვაშინგტონსა და თეირანს შორის ომის დასრულების შესახებ მანამდე მიღწეულ შეთანხმებას.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი შვეიცარიაში დღეს, გამთენიისას ჩაფრინდა. მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დღესვე მოგვიანებით დაიწყება. ირანის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ადგილზე გუშინ გვიან ღამით ჩავიდა.

აშშ-ისა და ირანის ოფიციალურ პირებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, ფილდმარშალი ასიმ მუნირი. პაკისტანი კონფლიქტის განმავლობაში მედიატორის როლს ასრულებს და მანამდე აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების წინა რაუნდსაც უმასპინძლა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები პროგრესს მიაღწევენ როგორც ბირთვულ საკითხზე, ისე ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU ავიაკომპანიებს უფასო ხელბარგისა და გაუმჯობესებული კომპენსაციების უზრუნველყოფას ავალდებულებს - რა იცვლება?

EU ავიაკომპანიებს უფასო ხელბარგისა და გაუმჯობესებული კომპენსაციების უზრუნველყოფას ავალდებულებს - რა იცვლება?

BM.GE

რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო I კვარტალში ყველაზე მეტი იაპონური ინვესტიცია საქართველოში?

რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო I კვარტალში ყველაზე მეტი იაპონური ინვესტიცია საქართველოში?

BM.GE

ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, ყირიმში საწვავის ყიდვას მხოლოდ საოკუპაციო უწყებები შეძლებენ

ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, ყირიმში საწვავის ყიდვას მხოლოდ საოკუპაციო უწყებები შეძლებენ

BM.GE

ბათუმში საზაფხულო სეზონი 150-მდე მეწარმის გამოფენითა და მუსიკალური პროგრამით გაიხსნა

ბათუმში საზაფხულო სეზონი 150-მდე მეწარმის გამოფენითა და მუსიკალური პროგრამით გაიხსნა

BM.GE