მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „სოფლის მეურნეობაში მეხანძრის როლიდან უნდა გამოვიდეთ და სუბსიდირება ჯაჭვურ პროცესად ვაქციოთ“ - ცოფურაშვილი
„სოფლის მეურნეობაში მეხანძრის როლიდან უნდა გამოვიდეთ და სუბსიდირება ჯაჭვურ პროცესად ვაქციოთ“ - ცოფურაშვილი

„სოფლის მეურნეობაში მეხანძრის როლიდან უნდა გამოვიდეთ და სუბსიდირება ჯაჭვურ პროცესად ვაქციოთ“ - ცოფურაშვილი

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 12:36|bm.ge

ეკონომიკის დოქტორისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამის ხშირი ცვლილება სექტორში არასტაბილურობის განცდას აჩენს. მისი თქმით, სახელმწიფო „მეხანძრის როლიდან“ უნდა გამოვიდეს და წლების განმავლობაში გაგრძელებული სუბსიდირება გრძელვადიან, პირობით და ჯაჭვურ სისტემად გადააქციოს.

როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, სუბსიდირებაზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ სახელმწიფო პროცესს კომპლექსურად და სიღრმისეული ანალიტიკური კვლევების საფუძველზე მიუდგება.

სახელმწიფო მხარდაჭერა უნდა იყოს დროული, დროებითი და კონკრეტული პირობებით განსაზღვრული. საწარმოებმა სუბსიდიის სანაცვლოდ ახალი ტექნოლოგიები უნდა დანერგონ, ხოლო ფერმერებმა ხარისხის გაუმჯობესებასა და კოოპერაციაზე იზრუნონ.

მისივე შეფასებით, თუ სახელმწიფო საწარმოებს ეხმარება, პროდუქციაზე ფასის ზრდისა და მაღალი მოგების მიღების შემთხვევაში, საწარმოებმაც უნდა აიღონ ვალდებულება, რომ ნედლეული ბოლო კონდიციამდე გადაამუშაონ.

„პირველი არის სუბსიდიის დადასტურება. სუბსიდიის დადასტურებას სჭირდება ოფიციალური, ანალიტიკური, საინფორმაციო ცნობა, რატომ ვაკეთებთ ჩვენ ამას. ეს ცნობა რომ გვქონდეს, აუცილებლად უნდა გვქონდეს უკვე ამაზე მომუშავე ჯგუფებთან კონსულტაციები. მაგალითად, შარშან მაღალი ფასი იყო და ძალიან დიდი ფული გადაიხადეს, 35-37 თეთრამდე ავიდა და წელს 10 თეთრი ისევ დამატებულია და 15 თეთრზე მეტს არ იხდის მწარმოებელი, ხო? რატომ, როგორ, რანაირად — ეს მნიშვნელოვანია, რომ გავაანალიზოთ.

მეორე დახმარება უნდა იყოს დროული და პირობითი. განსაზღვრული პირობებით, რატომ გაძლევ, რისთვის გაძლევ, როგორ გაძლევ. ახლა აქ ამ დროულობაში და პირობებში ორი მოთამაშე გვყავს:ერთი არის საწარმო და მეორე არის ფერმერი.

ჩვენი გამოწვევა და პრობლემა საწარმოსთვის რა არის, - საწარმო ვერ ამზადებს ბოლომდე იმ ნედლეულს, რომელსაც ევროპაში ყიდიან. მას კიდევ სჭირდება დამატებითი ტექნოლოგიური დამუშავება, გაფილტვრა და ასე შემდეგ. შესაძლებელია, რომ საწარმოსთვის ამდენი წლის განმავლობაში ეს პირობები ყოფილიყო დასმული. ვეხმარები იმ შემთხვევაში, თუ აქ არის რენტაბელობაზე, ეფექტიანობაზე, ახალ ტექნოლოგიებზე საუბარი.

ანალოგიურად ფერმერებს. თუ მინდა იქ ხარისხის დაჭერა, აქაც პირობებზე უნდა იყოს საუბარი.

სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ძალიან გამოცდილი, გონიერი კაცია და იქ უკვე მიდის მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა შევაგროვოთ ეს ინფორმაცია, როგორ უნდა იყოს დაგეგმვის, მონიტორინგის, შეფასების, ზოგადად პროგნოზირების სისტემა... აუცილებელია, ამას ვერ გავექცევით და ყოველ ჯერზე ვეჯახებით ამ სიტუაციაში ამ ყველაფერს. სოფლის მეურნეობაში მეხანძრის როლიდან უნდა გამოვიდეთ და სუბსიდირება ჯაჭვურ პროცესად ვაქციოთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი გამოწვევა არა კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობა, არამედ პროცესების არასწორი მართვა, ანალიტიკისა და პროგნოზირების გამართული სისტემის არარსებობაა“, - მიიჩნევს ცოფურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობამ 10-წლიანი პრაქტიკის შემდეგ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა სექტემბერში ოფიციალურად შეწყვიტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ პრიორიტეტი იცვლებოდა და თანხები თანამედროვე ბაღების გაშენებასა და ხარისხიან წარმოებაზე მიიმართებოდა. თუმცა, ზუსტად ერთ თვეში, 8 ოქტომბრის განკარგულებით, პროგრამა მოულოდნელად დაბრუნდა - სახელმწიფო 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს წელსაც 10 თეთრით დაასუბსიდირებს.

BM.GE-ს კითხვებს, რატომ შეიცვალა სამინისტროს პრიორიტეტები ასე სწრაფად და იყო თუ არა ეს დარგის მოთხოვნა, უწყებამ პირდაპირ არ უპასუხა. მოგვიანებით კი გავრცელდა განცხადება, რომ გადაწყვეტილება „სექტორთან შეხვედრებისა და მათი საჭიროებების განხილვის“ შემდეგ მიიღეს. შედეგად, 13 ოქტომბრიდან დღემდე 800 ტონაზე მეტი ვაშლი უკვე ჩაბარებულია, სადაც სახელმწიფო სუბსიდიამ 83 ათას ლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის, 2014 წლიდან დღემდე ამ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 28 მილიონ ლარამდე უკვე დაიხარჯა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებსფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ორი დღე საკონსტიტუციო მარათონის დაწყებამდე - პოლიტიკური პარტიების სასამართლო პროცესი იწყებარუსთავი 2
  • ღალატის პროცესი - ელენე ხოშტარია პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზეტვ პირველი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

ყვავილები, ტრაპეზი 600 კაცზე... - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

ყვავილები, ტრაპეზი 600 კაცზე... - მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

BM.GE

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მონაწილე კლინიკების დაფინანსება 50%-ით გაიზარდა - ასოციაცია

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მონაწილე კლინიკების დაფინანსება 50%-ით გაიზარდა - ასოციაცია

BM.GE

ტრამპის ადმინისტრაციამ აგვისტოს შემდეგ 125 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ აგვისტოს შემდეგ 125 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

BM.GE

დასავლურ ბაზრებზე ღვინის მარკეტინგის ბიუჯეტი გასაზრდელია - შალვა ქურდაძე

დასავლურ ბაზრებზე ღვინის მარკეტინგის ბიუჯეტი გასაზრდელია - შალვა ქურდაძე

BM.GE