მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გმო-ს რეგულაციებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გმო-ს რეგულაციებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გმო-ს რეგულაციებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

BM.GE16 ივლისი, 2026, 15:00|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ” კანონით გათვალისწინებული ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებისა და სამინისტროს ინსტიტუციური მზაობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრა ცხოველთა საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გარდა სიმინდის, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების სამართლებრივი ჩარჩო. კანონმდებლობის ეფექტიანად აღსრულებისათვის საჭიროა დეტალური კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, მათ შორის, სამინისტროს შესაბამისი უწყებების სისტემური და ინსტიტუციური მზაობა. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად და ინტენსიურად მუშაობს, ერთის მხრივ, კანონქვემდებარე აქტების შემუშავების მიმართულებით, ხოლო, მეორე მხრივ, იმ საჭიროებებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაზე, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია, რომ სამინისტრო ინსტიტუციურად მზად იყოს კანონმდებლობის მოთხოვნების აღსასრულებლად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა ცხოველთა საკვების წარმოების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გარდა სიმინდის, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების სამართლებრივი ჩარჩო.

კანონის მიხედვით, საქართველოში უცვლელი რჩება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქციის, საბაზრო ქსელში განთავსებისა და იმპორტის აკრძალვის პრინციპი. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად იქნება დაშვებული და მათი გამოყენება მოხდება მხოლოდ ცხოველთა საკვების წარმოების მიზნით.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს აღნიშნული საქმიანობის სავალდებულო ლიცენზირებას, უსაფრთხოების მკაცრი მოთხოვნების დაცვას, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობის უზრუნველყოფასა და მათი გარემოში მოხვედრის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე, რომლებიც რეგისტრირებულია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში იქნება შეტანილი. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარესიმედი
  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →ჯგუფის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი?

BM.GE

ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას

ისლანდიელებმა მხარი არ დაუჭირეს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას

BM.GE

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა - რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

BM.GE

ნინო ხარატიშვილს "ვინფრიდის პრემია" 13 სექტემბერს გადაეცემა

ნინო ხარატიშვილს "ვინფრიდის პრემია" 13 სექტემბერს გადაეცემა

BM.GE