მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარუკიანის "არარატცემენტი" სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა
სომხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარუკიანის "არარატცემენტი" სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა

სომხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარუკიანის "არარატცემენტი" სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა

BM.GE16 ივლისი, 2026, 19:37|bm.ge

სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკანონო აქტივების ჩამორთმევის მიმდინარე წარმოების ფარგლებში, დახურული სააქციო საზოგადოება "არარატცემენტის" მართვისა და შენახვის უფლება სომხეთის რესპუბლიკას გადასცა.

აღნიშნული ზომა მიღებულ იქნა სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ 2023 წლის 9 ოქტომბერს ბიზნესმენი და ოპოზიციონერი გაგიკ წარუკიანისა და მასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ შეიტანა.

უწყებამ იმ აქტივების კონფისკაცია მოითხოვა, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონო გზით არის შეძენილი. აქტივებს შორის იყო "არარატცემენტის" აქციებიც.

2026 წლის 13 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ანტიკორუფციულ სასამართლოს დროებითი ზომის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც კომპანიის აქციების მართვისა და შენახვის სახელმწიფოსთვის გადაცემას გულისხმობდა. სასამართლომ მოთხოვნა 15 ივლისს დააკმაყოფილა და აქციები სომხეთის რესპუბლიკის მართვასა და მფარველობაში გადასცა.

ძირითადი სარჩელი ასევე ითხოვს წარუკიანისთვის შემდეგი ქონების ჩამორთმევას:

• 75 უძრავი ქონების ობიექტი და დამატებით 10 ობიექტის საბაზრო ღირებულება (აქედან 57 ერევანში მდებარეობს); • 42 სატრანსპორტო საშუალება; • წილები 38 იურიდიულ პირში, მათ შორის შპს "მულტი გრუპ კონცერნში", შპს "მულტი ავტოტრანსში", შპს "ონირა კლუბსა" და სხვა კომპანიებში; • 105,87 მილიარდი სომხური დრამი, რაც წარმოადგენს უკანონო შემოსავლების სავარაუდო ოდენობას, მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, დაუფარავ სესხებს, დათმობილ მოთხოვნებსა და ხუთი სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერ გაგიკ წარუკიანს ოფიციალურად ბრალი 9 ივნისს წარუდგინეს. მას ბრალად დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება ედება.

მისთვის ბრალის წარდგენა არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ მოხდა, მაშინ, როცა მისი პარტია კვლავ ხმების ხელახალი დათვლის შედეგებს ელოდა. თუმცა გაგიკ ცარუკიანის პარტიამ "აყვავებული სომხეთი" 4%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და ხმათა 3,893% მიიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • The Washington Post: უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებსიმედი
  • ღარიბაშვილი: აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადშიფორმულა
  • ღარიბაშვილი თავის სასამართლოს არ დაესწრონეტგაზეთი
  • საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
სასამართლო →

მსგავსი სტატიები

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

31 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

საქართველოს მარილის იმპორტი 15%-ით გაუძვირდა | საიდან შემოგვაქვს?

BM.GE

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

აგვისტოს მთავარი მოვლენები საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკაში

BM.GE

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

ნოტინგემ ფორესტი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობს - კლუბებს შორის პირველი კონტაქტი შედგა

BM.GE