ორიგინალი
სწავლის უფლება ჯამში 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები ცნობილია
BM.GE·13:30

სწავლის უფლება ჯამში 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები ცნობილია

13 ოქტომბერი, 2026 · 13:30

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სულ 2 019 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 350-მა მოიპოვა.

ე.წ. მეორადი ჩარიცხვა საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად განხორციელდა - 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს კვლავ შეეძლოთ პროგრამების არჩევა.

შედეგად, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება ჯამში 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, უმაღლესი განათლების რეფორმის გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვა საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად განხორციელდა.

ინიციატივის მიზანი იყო ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა სტუდენტის სტატუსი ვერ მოიპოვეს.

მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4 010 აბიტურიენტს. დარეგისტრირდა სულ 2 019 აბიტურიენტი, რომელთაგან უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 350-მა მოიპოვა. საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება მოიპოვა 866-მა აბიტურიენტმა. მათგან 331 სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა, ხოლო 535 - კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 466-მა აბიტურიენტმა, მათ შორის, 278-მა - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, ხოლო 188 აბიტურიენტმა - კერძო პროფესიულ სასწავლებლებში.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვა 18-მა აბიტურიენტმა. ყველა მათგანი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.

2026 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება ჯამში 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა", - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკუთარი შედეგის გაცნობა აბიტურიენტებს ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლიათ.

მინიმალური გამსვლელი ქულები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სწავლის უფლება ჯამში 35 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები ცნობილია

თემა: უფლება

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • სპორტოლი·11:59
    "ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ
  • GHN·11:04
    საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია, თურქეთი სრულად დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს - თურქეთის პარლამენტის სპიკერი
  • ამბები.ge·10:57
    "საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია - თურქეთი სრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს" - თურქეთის პარლამენტის სპიკერი
  • ალია·10:47
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი – “საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია – თურქეთი სრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს”
უფლება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·15:42

ქართულ ბანკებს ₾15 მილიარდის იპოთეკური სესხი აქვთ გაცემული

ქართულ ბანკებს ₾15 მილიარდის იპოთეკური სესხი აქვთ გაცემული
BM.GE·15:27

ევროკავშირის სამიტი შეთანხმების გარეშე დასრულდა - შვიდმა ქვეყანამ მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა

ევროკავშირის სამიტი შეთანხმების გარეშე დასრულდა - შვიდმა ქვეყანამ მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა
BM.GE·15:19

გამრეკელის ქუჩაზე 4-სართულიანი ავარიული შენობის 8-სართულიანი კორპუსით ჩანაცვლებაზე ბიუჯეტიდან ₾6.7 მლნ დაიხარჯა

გამრეკელის ქუჩაზე 4-სართულიანი ავარიული შენობის 8-სართულიანი კორპუსით ჩანაცვლებაზე ბიუჯეტიდან ₾6.7 მლნ დაიხარჯა
BM.GE·15:10

კადრები, ადგილობრივი პროდუქციის ფასი... - რა აწუხებს გასტრონომიის სექტორს

კადრები, ადგილობრივი პროდუქციის ფასი... - რა აწუხებს გასტრონომიის სექტორს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.