მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევაა | ირაკლი კობახიძე
სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევაა | ირაკლი კობახიძე

სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევაა | ირაკლი კობახიძე

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 16:20|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევაა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეფექტური პოლიტიკა და ძლიერი სამთავრობო გუნდი არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი არის კორუფციის დაძლევა. ამ კუთხით იყო საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საჭიროა ამ ბრძოლის გაგრძელება. მაღალ დონეზე კორუფცია არის აღმოფხვრილი და ჩვენ თამამად ვსაუბრობთ საზოგადოების წინაშე. ერთ ფაქტს თუ მაინც დაასახელებენ, რომელიც დაკავშირებული იქნება კორუფციასთან, ხელისუფლების მაღალ, საშუალო ან ნებისმიერ დონეზე, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, თუმცა, ჩვენი ოპონენტები დღემდე ვერ ახერხებენ ასეთი ფაქტების წარმოდგენას, რაც ჩვენთვის კარგია, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა წელსაც შენარჩუნდა და არსებული მონაცემებით, პირველი III კვარტალის მონაცემებით ზრდამ შეადგინა 7.4%, შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში 2026 წლის პროგნოზი 5.3 %-დან 7.2%-მდე გაზარდა.„2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%. ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ ვადარებთ ხოლმე მოლდოვას ტრადიციულად ჩვენს მაჩვენებლებს და ამ 5 წლის განმავლობაში უკვე 13.3 მლრდ დოლარით გაიზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. ეს სხვაობა იყო 4.5 მლრდ დოლარი 2020 წელს და სხვაობა არის გაზრდილი 13.3 მლრდ დოლარით. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს შედარება, ამაზე თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ.

მოხარულები ვართ, რომ წელსაც შენარჩუნდა ეს დადებითი დინამიკა და არსებული მონაცემებით, პირველი 9 თვის, III კვარტალის მონაცემებით ზრდამ შეადგინა 7.4% და შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში 2026 წლის პროგნოზი გაზარდა 5.3 %-დან 7.2%-მდე. რაც შეეხება საშუალოვადიან პროგნოზს, 2026-2031 წლების პროგნოზს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა იქნება 5.5 %, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროგნოზს აღემატება ეს მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ.

იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი დაახლოებით 18 %-ით გაიზარდა და თითქმის 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ კი 60% შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ტურიზმის სექტორშიც, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა კრიზისმა თავისი გავლენა მოახდინა ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაშიც ტურიზმის დინამიკაზე, თუმცა ამის მიუხედავად მოვახერხეთ და გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 4.5 %-ით გავზარდეთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რამაც უკვე შეადგინა 3.8 მილიარდი დოლარი. ასევე ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით, 2025-2026 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3%-ზე ნაკლებია, მაშინ როცა 2016-2021 წლებში ეს მაჩვენებელი 9%-ს უტოლდებოდა“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • ტიხანოვსკაია კობახიძეს საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემებზე ესაუბრაფორმულა
  • ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავსტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან გიორგი ზურაბაშვილის თანამოსაუბრე მიხეილ გალუზინი იქნება|რუსეთის საგარეო

მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან გიორგი ზურაბაშვილის თანამოსაუბრე მიხეილ გალუზინი იქნება|რუსეთის საგარეო

BM.GE

ქართული ღვინო ProWine Shanghai 2026-ზე – როგორია ექსპორტის მაჩვენებლები ჩინეთში?

ქართული ღვინო ProWine Shanghai 2026-ზე – როგორია ექსპორტის მაჩვენებლები ჩინეთში?

BM.GE

შემოსავლების სამსახურმა ავტომობილის რეექსპორტზე 450-ლარიანი მომსახურების საფასური დააწესა

შემოსავლების სამსახურმა ავტომობილის რეექსპორტზე 450-ლარიანი მომსახურების საფასური დააწესა

BM.GE

კარგი ტენდენციების მიუხედავად მოდუნება სწორი არასდროსაა. გვჭირდება ახალი რეფორმების განხორციელება | პრემიერი

კარგი ტენდენციების მიუხედავად მოდუნება სწორი არასდროსაა. გვჭირდება ახალი რეფორმების განხორციელება | პრემიერი

BM.GE