მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შემოსავლების სამსახურმა ავტომობილის რეექსპორტზე 450-ლარიანი მომსახურების საფასური დააწესა
შემოსავლების სამსახურმა ავტომობილის რეექსპორტზე 450-ლარიანი მომსახურების საფასური დააწესა

შემოსავლების სამსახურმა ავტომობილის რეექსპორტზე 450-ლარიანი მომსახურების საფასური დააწესა

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 16:06|bm.ge

შემოსავლების სამსახურმა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე 450 ლარის მოსაკრებელი დააწესა - ამას ითვალისწინებს დადგენილება, რომელიც დღეიდან 16 ნოემბრიდან ამოქმედდა.

როგორც შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე განმარტავენ, მსგავსი ტიპის მოსაკრებელი აქამდე დადგენილი არ იყო, 2026 წლის 16 ნოემბრიდან კი რეექსპორტის ოპერაციის გაფორმების მოსაკრებელი 450 ლარი იქნება. აქამდე, რეექსპორტის ოპერაციისთვის თანხის გადახდა ხდებოდა შსს მომსახურების სააგენტოში, რაც დაახლოებით 600 ლარი ღირდა და მას დამატებით 450 ლარი ემატება.

"სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტში (გარდა დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ რეექსპორტისა) გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 450 ლარის ოდენობით", - ნათქვამია დადგენილებაში.

არსებული მდგომარეობით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი კლებად ტენდენციას ატარებს. 2026 წლის 9 თვეში უცხოეთში სულ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 63,141 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 475 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის შემცირებული. ავტოექსპორტის კლება დაკავშირებულია უმსხვილეს ბაზრებზე - ყირგიზეთში; ყაზახეთში; აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში ავტომობილების ექსპორტის შემცირებასთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 125 სტატია.

  • ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათფორმულა
  • დააკავეს პირი, რომელმაც ყალბი დოკუმენტები დაამზადა და 1 602 000 ლარის უძრავი ქონება უკანონოდ მიისაკუთრატვ პირველი
  • ლარის სიმყარეს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს - ნათია თურნავარუსთავი 2
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
ლარი →

მსგავსი სტატიები

მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან გიორგი ზურაბაშვილის თანამოსაუბრე მიხეილ გალუზინი იქნება|რუსეთის საგარეო

მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან გიორგი ზურაბაშვილის თანამოსაუბრე მიხეილ გალუზინი იქნება|რუსეთის საგარეო

BM.GE

სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევაა | ირაკლი კობახიძე

სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევაა | ირაკლი კობახიძე

BM.GE

ქართული ღვინო ProWine Shanghai 2026-ზე – როგორია ექსპორტის მაჩვენებლები ჩინეთში?

ქართული ღვინო ProWine Shanghai 2026-ზე – როგორია ექსპორტის მაჩვენებლები ჩინეთში?

BM.GE

კარგი ტენდენციების მიუხედავად მოდუნება სწორი არასდროსაა. გვჭირდება ახალი რეფორმების განხორციელება | პრემიერი

კარგი ტენდენციების მიუხედავად მოდუნება სწორი არასდროსაა. გვჭირდება ახალი რეფორმების განხორციელება | პრემიერი

BM.GE