მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუბსიდირებული იპოთეკური სესხი, ₾118-ათასიანი ხელფასი - რა ქონებას ფლობს „ოცნების“ დეპუტატი?
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი, ₾118-ათასიანი ხელფასი - რა ქონებას ფლობს „ოცნების“ დეპუტატი?

სუბსიდირებული იპოთეკური სესხი, ₾118-ათასიანი ხელფასი - რა ქონებას ფლობს „ოცნების“ დეპუტატი?

BM.GE25 ივლისი, 2026, 16:33|bm.ge

„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა მარიამ ლაშხმა 2025 წელს დეპუტატად მუშაობისთვის ხელფასის სახით 118 312 ლარი აიღო, ხოლო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე 2051 ლარი. მმართველი პარტიის წევრის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, მისი ქმარი ალექსანდრე ნეფარიძე 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პაშა ბანკის კონსულტანტი იყო, რისთვისაც 18 331 ლარის ხელფასი აიღო. 30 ნოემბრიდან დეკემბრის განმავლობაში კი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში პროექტის მენეჯერის პოზიციაზე 6 753 ლარის ხელფასი დაერიცხა.

უძრავი ქონების გრაფაში „ოცნების“ დეპუტატი მხოლოდ 2024 წელს ნაჩუქარ 989 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს უთითებს, რომელიც საგურამოში მდებარეობს და მასზე ერთი შენობა ნაგებობაა. მარიამ ლაშხის სახელზეა 2015 წელს ნაყიდი მსუბუქი ავტომობილი Hyundai ix35, მის ქმარს ალექსანდრე ნეფარიძეს კი 2021 წელს 12 300 დოლარად შეძენილი Toyota Rav4 ჰყავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა 2023 წელს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით ისარგებლა და „ლიბერთი ბანკიდან“ 199 500 ლარიანი იპოთეკური სესხი გამოიტანა, რომელსაც 2043 წლამდე უნდა მოემსახუროს. 2025 წელს ამ სესხის მომსახურებით მას 28 310 ლარის გასავალი ჰქონდა. თუმცა რა ქონება იყიდა ამ თანხით დეკლარაციაში მითითებული არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატ მარიამ ლაშხს 2022 წელს მეორე შვილი შეეძინა. სახელმწიფო იპოთეკური სესხის სუბსიდირებისთვის 1 წლამდე შვილის ყოლაა აუცილებელი.

მისმა ქმარმა ალექსანდრე ნეფარიძემ კი 2022 წელს 20 500-ლარიანი ლიზინგი გააკეთა.

მარიამ ლაშხს ტერაბანკში 10 000-დოლარიანი ვადიანი ანაბარი აქვს, რომელზედაც გასულ წელს სარგებლის სახით 900 დოლარი დაერიცხა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ურთიერთობებში სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი "ქართული ოცნების" პარტიული სიით საკანონმდებლო ორგანოში 2020 წლიდან მუშაობს. ის იყო X მოწვევის, და ახლა უკვე XI მოწვევის პარლამენტის წევრი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • TI: „ოცნებისთვის“ 60 000 ლარის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712-ათასიანი კონტრაქტი გააფორმა”ნეტგაზეთი
  • ზაზა შათირიშვილი: კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. მოელიან, რომ მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ - „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენიმედი
  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
ოცნების →ქონების →

მსგავსი სტატიები

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს

თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს

BM.GE

რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს

რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს

BM.GE

ჩინეთი სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ინექციას განახორციელებს

ჩინეთი სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ინექციას განახორციელებს

BM.GE