მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორან „ჯარგვალს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა - მიზეზები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორან „ჯარგვალს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა - მიზეზები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორან „ჯარგვალს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა - მიზეზები

BM.GE28 ივლისი, 2026, 16:32|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში მდებარე რესტორანს, „ჯარგვალს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.

უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს „ჯარგვალი 2026“

კომპანია, რომელიც 2026 წელს აპრილში დარეგისტრირდა სამი პარტნიორის საკუთრებაა: ლალი რურუა 75%, დომენტი კილასონია 12.5, ანჟელა ხეცურიანი 12.5%.

ინსპექტირების შედეგად ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, კერძოდ:

• არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია; • ჰიგიენური ნორმების დარღვევა; • ინფრასტრუქტურის გაუმართაობა; • მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევა.

გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორი საერთოდ არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ყველა ეტაპზე მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და სტანდარტები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდესიმედი
  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არაა — საიანეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

BM.GE

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

BM.GE