მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თამარ იოსელიანი ჩინური ავიამწარმოებელი კომპანიის COMAC-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
თამარ იოსელიანი ჩინური ავიამწარმოებელი კომპანიის COMAC-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

თამარ იოსელიანი ჩინური ავიამწარმოებელი კომპანიის COMAC-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 00:50|bm.ge

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინური ავიამწარმოებელი კომპანიის Commercial Aircraft Corporation of China-ის წარმომადგენლებთან (COMAC) შეხვედრა გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში.

"აღინიშნა, რომ ამჟამად რეგულარულ ფრენებს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ჩინეთის სამი ავიაკომპანია კვირაში 13 სიხშირით ასრულებს. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანიებთან მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების მიზნით.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ თბილისში 2032 წლისთვის 20 მლნ მგზავრზე გათვლილი ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, მანამდე კი დედაქალაქის ამჟამინდელი აეროპორტი გაფართოვდება. გარდა ამისა, მიმდინარე წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ქუთაისში შეძლებენ ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდის მომსახურებას.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აეროპორტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც საავიაციო ჰაბის როლს რეგიონში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების პერსპექტივები", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

მარკო რუბიო შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს - The Independent

BM.GE

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Rheinmetall-ის აქციები 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Nintendo Switch 2-ის გაყიდვები 41%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

მაღალი აქტივობა და კონკურენტული გარემო - როგორ აფასებს GCCA მშენებლობის ბაზარს?

BM.GE